16
Jan
2019

Apple-მა ბოლო მოდელებისთვის დამტენიანი ქეისები შექმნა

16 Jan 2019

veon
veon


Apple-მა გადაწყვიტა, მუდმივი პრობლემა, რომ ტელეფონი გიჯდებათ და დამტენი თან არ გაქვთ, მარტივად გადაჭრას და iPhone XR, XS და XS Max მოდელებისთვის დამტენიანი ქეისები შექმნა. რამდენიმე საათის წინ კომპანიამ საკუთარ ვებგვერდზე განათავსა ისინი. შემოთავაზებული ქეისები თეთრი და შავი ფერისაა. მისი უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მობილურს კომპაქტურად უერთდება და დატენვას ბევრად კომფორტულს ხდის. ხოლო რაც შეეხება ქეისის დატენვას, თუკი მას არა ცალკე, არამედ ტელეფონზე მიმაგრებულს დატენით, ტელეფონშივე გამოჩნდება მისი მაჩვენებელი – თუ რამდენ პროცენტზეა დატენილი ამა თუ იმ დროს.

iPhone XS-ის სრულად დატენილი ქეისით შესაძლებელია 33 საათი საუბარი, ინტერნეტის გამოყენება 21 საათი და 25 საათი მაშინ, თუკი ვიდეო/ფილმი გაქვთ ჩართული.

iPhone XS Max – 37 საათი საუბრისთვის, 20 საათი ინტერნეტის გამოყენების შემთხვევაში, 25 საათი ვიდეოების საყურებლად.

iPhone XR – 39 საათი საუბრისთვის, 22 საათი ინტერნეტის გამოსაყენებლად, 27 საათი ვიდეოებისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ Apple-ს დამტენიანი ქეისები აქამდეც შეუქმნია. თუმცა, ისინი iPhone 6 და iPhone 6S მოდელებისთვის იყო განკუთვნილი. ახალი ქეისები კი აღნიშნული მოდელების გარდა, არც ერთ სხვა მოდელს არ ერგება. მისი ფასი 129$-ია.

ძველი ქეისები:

წყარო: The Verge

განხილვა