აპრილის განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Apple ვირტუალური რეალობის სტრიმინგის მიმართულებით მომუშავე სტარტაპს – NextVR ყიდულობდა. ეს ინფორმაცია Apple-მა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. ეს ფაქტი კი მოწმობს, რომ ტექნოლოგიურ გიგანტს ვირტუალური და გაფართოებული რეალობის მიმართულებით გარკვეული ამბიციები აქვს.
NextVR სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის, სპორტული მატჩების VR ტრანსლეაციას უზრუნველყოფდა. ლოგიკურია, რომ სოციალური დისტანცირების საჭიროებისა და მოგზაურობის შეზღუდვის კვალდაკვალ, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის როლი მზარდია. ეფლი კი წარმატებით ცდილობს ამ ახალ რეალობას მომზადებული დახვდეს.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გეგმები აქვს Apple-ს NextVR-თან დაკავშირებით. თუმცა, NextVR-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ის ახალი მიმართულებით იწყებს საქმიანობას.