სანამ ამაზე მოგიყვებით, ჯერ Apple Card-ზე ვისაუბროთ: ჩვეულებრივი საკრედიტო ბარათია, რომელიც iPhone-ში ცხოვრობს, არც საკომისიოს ართმევს მომხმარებლებს, ნაკლები პროცენტის გადახდასაც სთავაზობს მათ და ქეშბექებსაც უბრუნებს. იმისთვისაა შექმნილი, რომ Apple Pay-ზე, ნებისმიერ ეფლის მოწყობილობაში გამოიყენონ. და რადგან ეს საკრედიტო ბარათი მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, ეფლში გადაწყვიტეს, ბარათის უპირატესობებზე სწორედ მათ დალაპარაკებოდნენ. სამი სიტუაცია გაგვაცნეს 40-წამიანი ქრონომეტრაჟით და, როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლებს გამოსავლის პოვნა Apple Card-თან ერთად შეუძლიათ.
მაგალითად, როცა ზედა დაუპატარავდებათ:
როცა თანხის გადახდა დაავიწყდებათ:
როცა წინდის ფული აღარ დარჩებათ:
ახლა კი, ალბათ, თავადაც ხვდებით, როგორ მოხვდა დახეული წინდა Apple-ის რეკლამაში…