უკვე დიდი ხანია, Apple Car-თან დაკავშირებით არაერთი ჭორი ვრცელდება. მაგალითად, ერთ-ერთ მათგანს თუ დავუჯერებთ, კომპანია თავისი მანქანისთვის 2020 წლიდან ეძებდა პარტნიორს. ამისათვის იდეალურ კანდიდატად იაპონური მომწოდებელი Sanden განიხილებოდა… თუმცა Covid-19-ის პანდემიის დამანგრეველი გავლენების შედეგად, ეს პერსპექტიული მცდელობა მალევე ჩაიშალა.
ამას მოჰყვა 2021 წლის ნოემბერში Bloomberg-ის მარკ გურმანის განცხადება. ამ უკანასკნელის თანახმად, Apple პროექტზე მუშაობას აჩქარებს და სურს, სრულად ავტონომიური ელექტრო მანქანა შექმნას. რა თქმა უნდა, “არაფრისგან” მანქანის შემუშავება ადვილი პერსპექტივა არ არის… თუმცა კომპანიის კარგად დოკუმენტირებულმა კვლევამ ეფლს მრავალი მომწოდებლისკენ გაუხსნა გზა. ამის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითი იყო Hyundai-სთან წარმოებული მოლაპარაკებები, რომელიც ნაადრევად დასრულდა, ავტომწარმოებლის მიერ დისკუსიების გასაიდუმლოების გამო.
მთელი ამ წარუმატებლობებისა და ჩაშლილი გეგმების შემდეგ Apple ავტომობილების დამოუკიდებლად დამზადებას განიხილავს. ანალიტიკოსების მიხედვით, Apple Car-ის გამოშვებას 2025 წლისთვის უნდა ველოდეთ.