in

როგორ ხედავს Apple გამძლეობისა და მონდომების ძალას? — ჩინური ახალი წლისთვის შექმნილი კამპანია

Apple ჩინურ ახალ წელს ემოციური ფილმით აღნიშნავს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის ოპერის მიმართ სიყვარულისა და გამძლეობის შესახებ გვიამბობს. თანაც, Through the Five Passes სრულად აიფონითაა გადაღებული, ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი რეჟისორის, პენ ფეის მიერ.

M2

ფილმი მოგვითხრობს ოპერის ახალგაზრდა ჩინელ მომღერალზე, რომელიც დიდი წარმოდგენისთვის ემზადება. სცენაზე გასვლამდე კი კულისებში სხვა არტისტებს ესაუბრება და განვლილ პერიოდს იხსენებს, როგორ იბრძოდა თავისი საქმიანობის სწავლისა და უნარების განვითარებისთვის. მთლიანობაში, ფილმი უბედურების დაძლევის, გამძლეობისა თუ მონდომების ძალას ასახავს.

ფილმის პროდიუსერია TBWA\Media Arts Lab Shanghai.

რატომ გჭირდებათ პროდუქტის განვითარების მენეჯერი თქვენს გუნდში?

მეცნიერებმა ინსულინის აბები წარმატებით გამოსცადეს!