in

„ეფლ სითი“ Vision Pro-ს წინასწარი შეკვეთების მეორე ტალღას იწყებს

ერთ დღეში გაყიდული Vision Pro-ების შემდეგ,ეფლ სითი“ წინასწარი შეკვეთების მეორე ტალღას იწყებს!

2024 წელი ნამდვილი ინოვაციებით დაიწყო — Apple-მა თავისი ახალი შედევრი Vision Pro გამოიტანა მზის შუქზე, რამაც ტექნოლოგიური სიახლეების მიმდევრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბრენდის თქმით, ეფლის ეს შედევრი „სივრცული გამოთვლების“ ეტაპის დასაწყისია.

გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა, ეფლომანები აქაც დიდი ენთუზიაზმით ელოდნენ ეფლის ახალი, ინოვაციური მოწყობილობის გამოჩენას. პირველი, ვინც მომხმარებლებს ქართულ ბაზარზე Vision Pro-ს წინასწარი შეკვეთის სერვისი შესთავაზა, ეფლ სითი იყო. მსურველების რაოდენობამ ისინი სასიამოვნოდ გაკვირვებული დატოვა — სწორედ ამიტომ, წინასწარი შეკვეთების მეორე ტალღა დააანონსეს. თანაც კომპანია ამ ეტაპზე რებრენდინგის პროცესშია და მომხმარებლებს განახლებული „აისითის“ სახელით უბრუნდება, სახელთან ერთად კი, სხვა მრავალ სიახლესაც ჰპირდება.

და მაინც რა არის Vision Pro? ეს არის რევოლუციური, სივრცითი სათვალე, რომელიც იდეალურად აერთიანებს ციფრულ და რეალურ სამყაროს. აქ ჩვენ ვხდებით სამგანზომილებიან ინტერფეისს, რომელსაც ეფლის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა ინოვაციური საშუალებით აკონტროლებთ.

სამგანზომილებიანი ინტერფეისი ათავისუფლებს აპებს ეკრანის საზღვრებისგან, რათა შესაძლებელი გახდეს მათი გვერდიგვერდ გახსნა ნებისმიერი მასშტაბით. 

Vision Pro შესაძლებლობას გაძლევთ, შეუზღუდავად იმუშაოთ ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში. შეგიძლიათ, გამოიყენოთ არქიტექტურული ნახაზების კონსტრუირებისთვის, 3D ვიზუალების შესაქმნელად, ფოტოების დასამუშავებლად და ა. შ.

ეფლ სითი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების სურვილების ასრულებაზე. ეფლის ინოვაციაზე მომხმარებლების მოულოდნელად მაღალმა მოთხოვნამ მოლოდინებს გადააჭარბა, შესაბამისად, პირველი ეტაპის Sold Out-ის შემდეგ, კვლავ შეგიძლიათ ისარგებლოთ წინასწარი შეკვეთის ფუნქციით. Pre-Order-ით Vision Pro – 13799 ლარიდან კომპანიის განახლებულ ვებგვერდზე სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ შეიძინოთ.

[R]

4 გზა ხელმძღვანელების მოტივაციის ასამაღლებლად

როგორ გავუმკლავდეთ კოლეგასთან რთულ კომუნიკაციას