9
Sep
2019

ვაშლის Coca-Cola – ახალი გემო შემოდგომისთვის

9 Sep 2019

კოკა–კოლამ“​ ვაშლის Cola გამოუშვა. ახალი პროდუქტი სეზონურია და თანაც, ექსკლუზიურად იაპონიის ბაზრისთვის შეიქმნა.

Photo Credit: Japan today

„ვაშლის არომატი შემოდგომის საჩუქარია​“​​ – ეს მთავარი სარეკლამო გზავნილია. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი სასმელი, „​კოკა–კოლას“​​ კლასიკური და ვაშლის მდიდრული გემოების ნაზავია და ისეთი მომხმარებლების გულსაც კი მოიგებს, ვისაც გაზიანი სასმელი საერთოდ არ უყვარს.

ვაშლის „კოკა–კოლა“​, იაპონიაში, 16 სექტემბრიდან გაიყიდება. როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთი პროდუქტია, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის შეიქმნა. ცოტა ხნით ადრე, ბრენდმა, ექსკლუზიურად ამ ქვეყნისთვის ალკოჰოლური სასმელი გამოუშვა. როგორც მაშინ კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აქ იმდენად უნიკალური და სპეციფიკური კულტურაა, რომ იაპონიისთვის შექმნილი პროდუქტები, უმეტესად, მხოლოდ ამ ბაზარზე დარჩება.

 

განხილვა