in

„დისტოპიური“ რეკლამა, რომლის გამოც Apple-მა ბოდიში მოიხადა

BOG
BOG

Apple-მა თავის კამპანიაში iPad Pro-ს მახასიათებლების წარმოსაჩენად უჩვეულო გზას მიმართა, რამაც კრეატიულ ინდუსტრიაში განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. ტექნიკური გიგანტი იმედოვნებდა, რომ რეკლამაში დაწნეხის აპარატის გამოყენებით გაუსვამდა ხაზს აიპადის მოწინავე ფუნქციებს… ასევე, უახლესი მოდელის თხელ ჩარჩოს.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალი სიმბოლურ კავშირებზეა აგებული, კამპანია Crush-ის მიმართ კრიტიკა ძალიან სწრაფად გავრცელდა. მაგალითად, ჰიუ გრანტმა და ჯასტინ ბეიტმენმა, ბევრ სხვასთან ერთად, განმარტეს, რომ რეკლამა არასწორ ინსაითზეა აგებული. მათი აზრით, ვიდეორგოლში ტექნოლოგია დესტრუქციული ძალის სახით გვევლინება და ტრადიციული შემოქმედებითობის ღირებულებას ამცირებს — განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.

Apple-ის კრეატიული ჯგუფი კი განმარტავს, რომ ეს ყველაფერი უბრალო მეტაფორა იყო iPad Pro-ს შემოქმედებითი მახასიათებლების წარმოსაჩენად. ამასთან, აქ მოცემული ობიექტები განადგურების ნაცვლად, ახალ, ძლიერ ფორმად გარდაიქმნებოდა თავად iPad Pro-ში. მიუხედავად ამ განმარტებისა, ბრენდმა მოიბოდიშა, რადგან მისი მთავარი ღირებულებები სწორედ კრეატიულობის წახალისებასა და ადამიანების შემოქმედებაზე გადის.

რა არის „ქუქიფაილები” და როდის უნდა დავეთანხმოთ მათ

გენური თერაპიით 18 თვის სმენადაქვეითებული გოგონა განკურნეს!