ცნობილმა გამოცემებმა სულ ახლახან გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში პირველად ვიხილავთ Apple-სა და Google-ს შორის ახლახან გამოცხადებული AI-პარტნიორობის რეალურ შედეგებს. ინფორმაციის მიხედვით, იგეგმება ახალი და გაუმჯობესებული Siri-ს, Apple-ს ცნობილი ასისტენტის განახლება, რომელიც Gemini-ს შესაძლებლობებით იქნება გაძლიერებული.
Apple გეგმავს Siri-ს ახალი ვერსიის გამოცხადებას თებერვლის მეორე ნახევარში. აღნიშნული განახლება გამოიყენებს Google-ის Gemini ხელოვნური ინტელექტის მოდელებს და, გავრცელებული ინფორმაციით, იქნება პირველი ვერსია, რომელიც გაამართლებს იმ დაპირებებს, რომლებიც Apple-მა 2024 წლის ივნისში გააჟღერა, მათ შორის შესაძლებლობას, შეასრულოს ამოცანები მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებთან და ეკრანზე არსებულ კონტენტთან დაკავშირებით. ასისტენტს უნდა შეეძლოს პერსონალური მონაცემებისა და ეკრანზე არსებული კონტენტის გამოყენება დავალებების შესასრულებლად.
როგორც ამბობენ, ბოლოს განახლებულ Siri-ს Apple-ში პრობლემები შეექმნა, რამაც კომპანია აიძულა Google Gemini-სთვის მიემართა. განახლებული Siri ტექნიკურად კვლავ იმუშავებს
Apple Intelligence-ის ახალ მოდელზე, რომელშიც Gemini-ს ტექნოლოგიაა ინტეგრირებული.
ამ ვერსიის Siri-ს საუბარი უფრო დახვეწილი იქნება და დაემსგავსება ისეთ ჩატბოტებს, როგორიცაა ChatGPT, ხოლო მუშაობა შესაძლოა პირდაპირ Google-ის ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე განხორციელდეს.
ახალი Siri iOS 26.4-ზე გამოვა, რომლის ბეტატესტირებაც თებერვალში იგეგმება, ხოლო საბოლოო ვერსია 2026 წლის გაზაფხულზე გაეშვება.












