in

Apple დამატებითი რეალობის სათვალეს ჰქმნის!

მას სავარაუდოდ 2022 წლისთვის ვიხილავთ

მაღალი დონის ანალიტიკოსის Ming-Chi Kuo-ს თანახმად, Apple-ის დამატებითი რეალობის (AR) სათვალეებს, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი კამერა ექნება. ეს კი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გაუმჯობესებული AR გამოცდილება მიიღონ.

როგორც ცნობილია, “ეფლი” დამატებითი და შერეული რეალობის (MR) სათვალეებში 15 კამერის ინტეგრირებას გეგმავს, რაც უკვე არსებული ვირტუალური რეალობის (VR) სათვალეების კამერებზე მინიმუმ 3-ჯერ მეტია. როგორც წესი, VR აპარატურაში ორი ან ხუთი კამერაა გამოყენებული, გარემოსთან ურთიერთქმედების მიზნით.

Ming-Chi Kuo ამბობს, რომ რვა კამერასთან ერთად, რომელიც VR-ის გამტარობას მიეძღვნა, ექვსი მოდული “ინოვაციურ ბიომეტრიას” უზრუნველყოფს. ჯერჯერობით უცნობია, მოწყობილობა გამოიყენებს თუ არა მომხმარებლის უსაფრთხოების ბიომეტრიას, როგორიცაა Face ID ან სხვა ადამიანების სახისა და სხეულის მოძრაობის დაფიქსირებას, სიმულაციურ გამოცდილებაში გამოსაყენებლად. ამასთან ერთად, კამერის ერთი მოდული გარემოს დეტექტირებას ემსახურება.

გავრცელებული ჭორები გვამცნობს, რომ Apple-ის სათვალეებს 2022 წლისთვის ვიხილავთ, რომელსაც საკუთარი პროცესორი და საბორტო მეხსიერება ექნება – მას შეეძლება, iPhone-თან ან Mac-თან დაკავშირების გარეშეც იმუშაოს. “ეფლის” დამატებითი რეალობის სათვალე პორტატულ მოწყობილობად ითვლება და სავარაუდოდ, ბაზარზე არ ვიხილავთ, როგორც ე. წ მობილურ პროდუქტს.

საინტერესოა, რომ Apple-ის დამატებითი რეალობის სათვალეების შესახებ სხვა ჭორებიც ვრცელდებოდა – საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი AR სათვალის წყვილის (Apple Glass), რომელიც ოპტიკური ტალღის წარმართვის ტექნოლოგიას გამოიყენებს, კომპიუტერის მიერ წარმოქმნილი გრაფიკის, რეალურ გარემოსთან შესაერთებლად. Apple Glass-ის რელიზის სავარაუდო თარიღი 2025 წელია.

ACAG-მა ქალების გაძლიერების თემაზე ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

„კაის“ ლაჟვარდისფერი რებრენდინგი