ესაა ამბავი ჩინური ოჯახის სამ თაობაზე. Apple-ის ეს ვიდეორგოლი, რეკლამაზე მეტად, პატარა მოკლემეტრაჟიანი ფილმი უფროა. ამ ისტორიას ჰქვია “ქალიშვილი”. ის გვიამბობს დედაზე, რომელიც კულტურული ნორმების წინააღმდეგ წავიდა და შვილი მარტომ გაზარდა. ვიდეორგოლში ჩანს ის სირთულეებიც, რასაც დედა-შვილი ხვდება. გვიამბობს სამ ქალზე, რომელიც ერთად იკრიბება ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად. რეკლამის რეჟისორი კინოაკადემიის მიერ ნომინირებული თეოდორე მელფია. კინემატოგრაფი კი, კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი ლოურენს შერი. მთავარ როლს ჩინეთის წამყვანი მსახიობი ჟოუ ხუნი თამაშობს. ვიდეორგოლი iPhone 11 Pro-თი არის გადაღებული. კამპანიაზე სააგენტომ TBWA იმუშავა.