in

Apple მომხმარებლებს კონფიდენციალურობის შესახებ გაკვეთილებს ჩაუტარებს

კომპანია უსაფრთხოების სხვადასხვა ფუნქციასაც გვაცნობს

veon
veon

Apple-მა კონფიდენციალურობის ახალი რაუნდი წამოიწყო, რომელიც მომხმარებლების ინფორმირებას ისახავს მიზნად, თუ როგორ შეუძლიათ, უკეთესად დაიცვან საკუთარი პერსონალური მონაცემები. სიახლის შესახებ კი სწორედ მონაცემთა უსაფრთხოების დღეს განაცხადეს, რომელსაც ახლა უკვე ძალიან სახალისო ვიდეოთი გადმოგვცემენ — A Day in the Life of Average Person’s Data. 

კომპანია იყენებს Apple TV Plus-ის Ted Lasso-ს პოპულარობას, რათა მომხმარებლებს იმ კონფიდენციალურობის ფუნქციების შესახებ გააგებინოს, რომლებიც მათივე iPhone-ებშია ჩაშენებული. მთავარ როლში ტედ ლასოსა (ნიკ მუჰამედი) და Apple-ის სპეციალისტს ნახავთ, რომელიც რეალურადაც ლოს ანჯელესის Apple-ში მუშაობს. ისინი ჯონათან კრისელის შექმნილ იუმორისტულ ფილმში Mail Privacy Protection-ის, Apple Tracking Transparency-ისა და მსგავსი ფუნქციების შესახებ გვაცნობენ.

მეტიც, იმისათვის, რომ კონფიდენციალურობის შესახებ მომხმარებლებს ინფორმაცია უკეთ მიაწოდონ, 30-წუთიანი გაკვეთილები 28 იანვრიდან Apple-ის ყველა გლობალურ მაღაზიაში დაიწყება. სესიის განმავლობაში, Apple-ის ინსტრუქტორი დამსწრეებს iPhone-ის კონფიდენციალურობის სხვადასხვა მახასიათებელს გააცნობს. 

საინტერესოა ისიც, რომ მანამდე კომპანიამ აშშ-ის ყველა მომხმარებელს Advanced Data Protection შესთავაზა, რაც საშუალებას აძლევდა მათ, თავადვე აერჩიათ, სურდათ თუ არა iCloud-ის ყველა მონაცემი დაშიფრული ყოფილიყო. ამგვარად, მფლობელის გარდა მასზე წვდომა არავის ექნებოდა, უმრავლესობაზე Apple-საც კი. თუმცა ახლა, ამ კვირაში iOS 16.3-ის გამოშვების შემდგომ, ეს ფუნქცია გლობალურადაც გახდება ხელმისაწვდომი.

რაფაელის დაკარგული სურათი AI ტექნოლოგიამ ამოიცნო

ვისკის კასრებს კოსმოსში აგზავნიან, რათა იქ გაიაროს დაძველების პროცესი