in

Apple-მა 2025 წლის ტოპ თამაშები და აპლიკაციები დაასახელა

Worldwide Developers Conference ახლოვდება, Apple-მა კი გადაწყვიტა, მანამდე ჩვენთვის ყოველწლიური Design Awards-ის შედეგები გაეცნო. ტექნოლოგიურმა გიგანტმა 2025 წლის ტოპ თამაშები და აპლიკაციები დაასახელა. წლევანდელი გამარჯვებულები 36 ფინალისტიდან 6 კატეგორიაში შეირჩნენ, მათ შორისაა: Delight and Fun, Innovation, Interaction, Inclusivity, Social Impact და Visuals and Graphics. ახლა კი მოდით თითოეული გავიცნოთ:

Delight and Fun

App

CapWords by HappyPlan Tech (China)

ენის სწავლის პროცესს სახალისო გამოცდილებად აქცევს. ამას კი ყოველდღიური ობიექტების სურათების ინტერაქციულ სტიკერებად გარდაქმნით ახერხებს. 9 ენის მხარდაჭერას გვთავაზობს და მომხმარებლებს უბიძგებს, სამყარო დინამიკურ ლექსიკონად აქციონ. 

Game

Balatro by LocalThunk (Canada)

პოკერის, აგურების აწყობისა და ბანქოს ელემენტებით შექმნილი პოპულარული თამაშია. აქ მოთამაშეები უნიკალურ ბარათებს ქმნიან განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ჯოკრებით, რათა გადალახონ ბარიერები და მიიღონ მაღალი ქულა. მოკლედ, კლასიკური კარტის თამაშების ახალ ხედვას გვაზიარებს. 

Innovation 

App

Play by Rabbit 3 Times (United States)

SwiftUI ჩარჩოების გამოყენებით ინტერაქციული პროტოტიპების შესაქმნელად გამოდგება. მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისით Mac-სა და iPhone-ს შორის ნავიგაციას და, შესაბამისად, დიზაინის პროცესს ამარტივებს დეველოპერებისთვის.

Game

PBJ — The Musical by Philipp Stollenmayer (Germany)

საშინელებათა ჟანრის თავგადასავალია. მოთამაშეები სათევზაო ნავით უცნაურ კუნძულებზე მოგზაურობენ, რომლებიც სავსეა ველური ბუნებითა და საიდუმლოებებით… 

Inclusivity

App

Speechify by Speechify (United States)

შესანიშნავი ხელსაწყოა დაწერილი ტექსტის აუდიოდ გარდასაქმნელად, თანაც, 50 ენის მხარდაჭერას გვთავაზობს. Dynamic Type-ისა და VoiceOver-ის ფუნქციებიც აქვს, რითაც დისლექსიის, მხედველობის პრობლემების ან ADHD-ის მქონე პირებისთვის ღირებული აპლიკაცია ხდება. 

Game

Art of Fauna by Klemens Strasser (Austria)

ფაზლია, რომელშიც ვინტაჟურ სტილში შესრულებული ველური ბუნების პეიზაჟები უნდა ააწყოთ. 

Social Impact

App

Watch Duty by Sherwood Forestry Service (United States)

ხანძრის შესახებ რეალურ დროში მოგაწვდით ინფორმაციებს, წუთობრივ განახლებებსაც კი, ინფორმაციას ევაკუაციისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსების შესახებ. მოკლედ რომ გითხრათ, აპლიკაცია საგანგებო სიტუაციების დროს სამაშველო რგოლის ფუნქციას ასრულებს.

Game

Neva by Devolver Digital (United States)

გოგონასა და მისი მეგობარი მგლის ამბავს გვაცნობს, რომელთა ურთიერთობაც სეზონების ცვლილებასთან ერთად ვითარდება…

Visuals and Graphics

App

Feather: Draw in 3D by Sketchsoft (South Korea)

აი, ეს კი უკვე სახატავი ხელსაწყოა, რომელიც მომხმარებლებს 2D დიზაინის 3D-დ გარდაქმნის შესაძლებლობას სთავაზობს. 

Game

Infinity Nikki by Infold Games (Singapore)

დაბოლოს, Infinity Nikki ჯადოსნური კოსტიუმებით, უცნაური არსებებითა და მოულოდნელი მომენტებითაა სავსე. მდიდრული დეტალები და მომხიბვლელი ვიზუალები იმერსიულ გამოცდილებას ქმნის, რითაც მომხმარებლებისთვის საყვარელ თამაშად გვევლინება. 

„კამპას” ბოთლების ხელახალი გამოყენების სისტემა გარემოზე ზრუნვის ფარგლებში

TikTok-ი მუსიკოსებისთვის სიმღერების ანალიტიკის ხელსაწყოებს ქმნის