Apple-ის Worldwide Developers Conference (WWDC) ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ტექნოლოგიების მოყვარულებსა და დეველოპერებში. აუცილებლად საყურებელიც კი გახლავთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ღონისძიებაზე ინოვაციებზე საუბრობენ. თუმცა ახლა Apple ამ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომას აფართოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი YouTube-ზე უფასო სასწავლო ვიდეოებს ამატებს, რათა მსოფლიოს მასშტაბით დეველოპერებს არსებული უნარების განვითარების საშუალება მისცეს.
მანამდე თუ ამ სესიებს მხოლოდ Apple-ის Developer-ის ვებგვერდი და აპლიკაცია მასპინძლობდა, რაც შეზღუდულ წვდომას ნიშნავდა, ახლა თითქმის ერთსაათიანი ვიდეოები YouTube-ზე ნებისმიერ დეველოპერს მრავალი თემის შესწავლის საშუალებას მისცემს, დაწყებული კარგი დიზაინის შექმნით და დამთავრებული iOS-ში ნავიგაციით:












