კონკურენციის ფარგლებში მცირედი დაპირისპირება ისეთ კომპანიებს შორის, როგორიცაა Apple და Facebook, ალბათ სრულიად ბუნებრივია. მარკ ცუკერბერკმა ოთხშაბათს ისაუბრა კონფიდენციალურობის შესახებ, რომლებსაც Facebook-ის WhatsApp და iMessage იყენებს. მისი თქმით, უკანასკნელისს კონფიდენციალურობა გაცილებით ნაკლები და არასანდოა.
“ჩვენ ბევრი კონკურენტი გვყავს, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ კონფიდენციალურობის შესახებ, რაც ხშირ შემთხვევაში არასწორია” – ამბობს ცუკერბერგი.
როგორც ვიცით, კომპანიამ ახლახან გამოაქვეყნა Apple Privacy Nutrition Labels, რომელიც გაცნობებთ, კონკრეტულ აპლიკაციას რა მონაცემებზე აქვს წვდომა. ამის პარალელურად iMessage თქვენი შეტყობინებების დაშიფრულ ასლებს გამუდმებით ინახავს, ვიდრე iCloud-ს არ გამორთავთ. მარკის თქმით კი, WhatsApp-ში შეტყობინებების საბოლოო დაშიფვრით ეს აპლიკაცია ბევრად აღემატება “ეფლის” სერვისს.
“მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ სულ უფრო ხშირად აღვიქვამთ Apple-ს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს კონკურენტს. iMessage მათი ეკოსისტემის მთავარი გარანტია” – განაცხადა მარკმა. ასევე, ის აღნიშნავს, რომ “ეფლის” ბიზნესი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აპლიკაციებსა და სერვისებში საკუთარი წილის მოპოვებაზე, სოციალური ქსელისა თუ დეველოპერების საწინააღმდეგოდ – ის დომინანტი პლატფორმის პოზიციას ეფექტურად იყენებს, ხელს უშლის სხვა აპლიკაციებისა და პროგრამების მუშაობას.