26
Jun
2019

როგორ ხედავთ ამ ემოჯის?..

26 Jun 2019

ინტერნეტ სივრცეში ემოჯი, უკვე კარგა ხანია, კომუნიკაციის საშუალებად იქცა. თუმცა, ზოგიერთ ემოჯის, მისი დანიშნულების მიუხედავად, ბევრი ვიზუალურად სხვადასხვანაირად აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანია ემოჯი Hot Face, რომელიც ზაფხულის სიცხით შეწუხებულ სახეს გამოხატავს. როგორც ჩანს, ამ ემოჯის “წაკითხვაც” სხვადასხვაგვარად შეიძლება.  ვარიანტი 1: რკალის ფორმები წარბებია, წერტილები კი თვალები. ქვევით ჩანს გადმოგდებული ენა, ხოლო სახე მთლიანობაში წითელია და ოფლი სდის.


მაგრამ თუკი კიდევ ერთ ვერსიას განვიხილავთ, შესაძლოა, ყველაფერი ყირამალა დადგეს. კერძოდ, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს ვატიანტი 2: რკალის ფორმები თვალებია, წერტილები – ნესტოები. დანარჩენი იგივე… Apple-მა დაადასტურდა კიდეც, რომ მისი ეს ემოჯი სწორედ მეორე ვარიანტით “იკითხება”. ინტერნეტ მომხმარებლებში ამ ამბავმა იმედგაცრუება გამოიწვია. ბევრი ემოჯის ამ ვარიანტს არ იზიარებს, ბევრსაც ნამდვილი ვერსიის დავიწყება სურს.

განხილვა