in

Apple სხვადასხვა ფერის ბიუჯეტურ MacBook-ებს გამოუშვებს

Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple-მა უკვე გამოცადა ისეთი ფერები, როგორებიცაა ღია ყვითელი, ღია მწვანე, ლურჯი და ვარდისფერი ახალი, საწყისი დონის MacBook-ისთვის, რომელიც გათვლილი იქნება სტუდენტებსა და კორპორაციულ მომხმარებლებზე.

უფრო მკვეთრი ფერების გარდა, Apple ასევე განიხილავს თავის კლასიკურ ვერცხლისფერ და მუქ ნაცრისფერ ვერსიებსაც ბიუჯეტური ლეპტოპისთვის. თუმცა, მისივე განცხადებით, ამ ექვსი ფერიდან ყველა შესაძლოა საბოლოო პროდუქტში არ მოხვდეს.

მიუხედავად ამისა, Apple-მა უკვე აჩვენა, რომ არ ერიდება უფრო თამამ ფერებს: კომპანიამ 2024 წელს განაახლა iMac შვიდი სხვადასხვა ფერით და უახლეს MacBook Air-ში space gray-ც შეცვალა ცისფერი ვარიანტით.

ფერების გარდა, ბოლო ცნობების მიხედვით, მომავალი MacBook-ის ფასი სავარაუდოდ 699-დან 799 დოლარამდე იქნება. მოსალოდნელია, რომ დაბალი ფასის მისაღწევად, Apple გამოიყენებს იმ ჩიპებს, რომლებიც თავდაპირველად iPhone-ებისთვის შეიქმნა, მაგალითად, A18 Pro, რომელიც პირველად ვიხილეთ iPhone 16 Pro Max-ში. ასევე ვარაუდობენ, რომ კომპანია გარკვეულ კომპრომისებზე წავა ტექნიკურ მახასიათებლებში, პორტებში ან ეკრანის ნაწილში.

თუმცა, ისევ Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია კორპუსის ხარისხზე არ დაზოგავს. Apple გამოიყენებს ახალ საწარმოო პროცესს ალუმინის კორპუსის დასამზადებლად ბიუჯეტური MacBook-ისთვის, ნაცვლად უფრო იაფი მასალის, მაგალითად პლასტმასის გამოყენებისა.

შესაძლოა, ახალი ბიუჯეტური MacBook-ის ოფიციალური ფერების გამოშვება დიდხანს აღარ დააყოვნონ. ფიქრობენ, რომ მათ მარტში დაგეგმილ ღონისძიებაზე წარადგენენ.

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

„დღე, როცა მსოფლიომ იცეკვა“ – Apple-მა Bad Bunny-ის შოუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ფანების iPhone-ებით გადაიღო