Apple, იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის პირობებში, სახლებში არიან ჩაკეტილები ახალ შესაძლებლობას აძლევს. ერთ-ერთი პოპულარული ვიდეო რედაქტორის – Final Cut Pro X.-ის ლიცენზია, ჩვეულებრივ, 300 დოლარი ღირს, თუმცა მომდევნო 90 დღის განმავლობაში, მის გამოყენებას უფასოდ შეძლებთ. პროგრამის გადმოწერა Apple-ის ვებგვერდიდან შეგიძლიათ.

გარდა ამისა, 9to5Mac-ის ცნობით, 90 დღის განმავლობაში, პროფესიონალური აუდიო რედაქტორის Logic Pro X-ის გამოყენებაც უფასოდ შეგიძლიათ. მისი ფასი აქამდე 200 დოლარი იყო. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად როდიდან იქნება შესაძლებელი ამ უკანასკნელის უფასოდ გადმოწერა, თუმცა, სავარაუდოა, რომ ეს რამდენიმე დღეში მოხდება.