Apple Find My ქსელს აფართოებს, რომელიც მესამე მხარის კომპანიებს მოიცავს, მათ შორის Belkin, Chipolo და VanMoof. აპლიკაციამ ფუნქციონირება 2009 წელს, iPhone 3GS-თან ერთად დაიწყო. ბოლო 12 წლის განმავლობაში კი, იმდენად განვითარდა, რომ მომხმარებლებს “ეფლის” დაკარგული პროდუქციის პოვნა სწორედ მისი მეშვეობით შეუძლიათ.
დღეიდან კი, შესაძლებლობა გეძლევათ, ამავე პრინციპით აკონტროლოთ სხვა ბრენდების მოწყობილობებიც, როგორიცაა VanMoof-ის S3 და X3 ელექტრო ველოსიპედები. რაც შეეხება Belkin’s Soundform Freedom True-ს უსადენო ყურსასმენებისა და Chipolo One Spot-ის მხარდაჭერა ივნისიდან დაიწყება. თუმცა კომპანიის განცხადებით, ის კიდევ უფრო მეტ პროდუქტსა და აქსესუარს მოიცავს.
მესამე მხარის კომპანიები “ეფლთან” მუშაობენ, როგორც მულტისენსორული გაერთიანებისა და ინტეგრაციის (MFI) ნაწილი. ეს, თავის მხრივ, პროდუქციის სერთიფიცირებას ემსახურება ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფიდენციალურობა, არასასურველი თვალთვალისგან დაცულობა, კოდირება და სხვ.
Find My products სავარაუდოდ, Find My app-ის ჩანართებს დაემატება. როდესაც ნივთის გაჩუქებას ან გაყიდვას გადაწყვეტთ, მარტივი მოქმედებით წაშლით მას თქვენი სიიდან. რაც შეეხება დაკარგვას, ნივთის დაკარგვის შემთხვევაში გაააქტიურებთ “Lost Mode”-ს. მისი აღმოჩენის შემთხვევაში კი შეტყობინებას მიიღებთ.
ასევე, Find My-ის ყველა ნივთსა თუ მოწყობილობას ექნება ნიშანი “Works with Apple Find My”. თუ ვინმე წააწყდება თქვენს ნივთს და მასზე მიმაგრებულ ნიშანს, აპლიკაციის მეშვეობით ნაპოვნი ნივთების განყოფილებაში მოათავსებს. მფლობელის იდენტიფიცირებას კი მხოლოდ იმ შემთხევვაში იქნება შესაძლებელი, თუ ზემოთ ხსენებული დაკარგვის რეჟიმია გააქტიურებული.