in

Apple FineWoven აქსესუარების წარმოებას წყვეტს

veon
veon

როგორც ჩანს, Apple-ს FineWoven-თან ურთიერთობები გაუფუჭდა… ტელეფონის იმ ქეისებთან, რომლებიც თავის დროზე ტყავის მდგრად ალტერნატივად შესთავაზეს მომხმარებლებს. სულ ახლახან განაცხადეს, რომ iPhone-ის ქეისებისა და Apple Watch-ის სამაჯურების ახალი ხაზის წარმოება დასრულდა. მართალია, დიდი შექება დაიმსახურა არსებული ესთეტიკისთვის, მაგრამ გამძლეობასთან დაკავშირებით არაერთი უკმაყოფილება იყო, ჭუჭყსა და ნაკაწრებს ძალიან ემეგობრებოდაო, ამბობენ… 

ამგვარად, ვიგებთ, რომ კომპანია სხვა მასალაზე გადავა. თუმცა ეს Apple-ია და, ალბათ, იმაზე არც უნდა ვიდარდოთ, რომ ბრენდი ტყავს დააბრუნებს თავის აქსესუარებში. უბრალოდ ახალ მასალას შემოგვთავაზებენ, რომელიც კვლავ არ იქნება ტყავი, რათა შეძლოს FineWoven-ის გზის გაგრძელება — 68%-ით გადამუშავებადი პოლიესტერისგანაა დამზადებული, რბილია და ზამშის მსგავს გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს. მისმა შემოტანამ გასულ წელს Apple-ს აღიარებაც კი მოუტანა და ცხოველური პროდუქტების შემცირების გამო PETA-ს Company of the Year გახდა. 

მართალია, ოფიციალურად Apple-ში ეს ახალი ამბავი ჯერ არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ნამდვილად არსებობს FineWoven-ის უკმაყოფილო მომხმარებლების უარყოფითი შეფასებები. იმაზე, საუბრობენ, რომ მარტივად ჭუჭყიანდება, რაც მის დიდხანს მოხმარებას ეჭვქვეშ აყენებს. თანაც საკმაოდ ძვირი ღირს, 99 დოლარი, რითაც ბრენდის პრემიუმ ტყავის ვარიანტების გვერდით დგება. გასულ თვეში, ამაზონმა ამ ნივთზე Frequently Returned-ის იარლიყიც დაამატა, რაც კვლავ აქსესუარით იმედგაცრუებულ უამრავ მომხმარებელზე მიგვითითებდა. 

ამას ისიც ემატება, რომ Apple-ის ბოლო საგაზაფხულო კოლექციაში ფერების ნაკლებობა იყო, რაც, ფიქრობენ, რომ კვლავ ამ მასალის ცვლილებაზე უნდა მიგვითითებდეს. ასეა თუ ისე, იმის დარწმუნებით თქმა მაინც შეგვიძლია, რომ Apple აქსესუარების ხაზისთვის მომავალში კვლავ ეკომეგობრულ მასალებს შემოგვთავაზებს, რომელიც წესით უფრო გამძლეც უნდა იყოს, არც ნაკაწრები ეტყობოდეს და არც ჭუჭყიანდებოდეს.

აბიტურიენტი ხარ? – გაიგე, როგორ შეძლებ, მოიპოვო დაფინანსება საქართველოს ბანკის სტიპენდიით

როგორ განვივითაროთ ანალიტიკური აზროვნება?