Apple-ისთვის აიფონი ვიზუალიზაციის ტექნოლოგიის პოპულარიზაციის საშუალებას წარმოადგენს — შესაბამისად, ბრენდი აქტიურადაა ჩართული სმარტფონის მიერ გადაღებული ფოტოებისა და ვიდეობის გამოქვეყნებაში… ამისათვის სოციალურ მედიაში სლოგანიც კი შექმნა „shot on iPhone“. ახლა კი ტექნიკური გიგანტი ახალ საფეხურზე ადის, ბოლივუდის ფილმის გადაღებით.
iPhone 14 Pro-ის გამოყენებით, ვიშალ ბჰარდვაჯმა ფილმი Fursat სიყვარულის ძალაზე გადაიღო. 30-წუთიან სიუჟეტში ნაჩვენებია, „როგორ შეიძლება სიყვარულის პოვნა აწმყოს სათანადოდ დაფასებისას“. და ეს უფრო მეტია, ვიდრე ეფლის 18-წუთიანი საახალწლო ფილმი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა.
რა თქმა უნდა, როგორც ბოლივუდის ნებისმიერ კარგ ფილმს, Fursat-ს აქვს ყველა კომპონენტი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ — მიმზიდველი სიმღერები და ქორეოგრაფიული დადგმები. თავად ავტორები კი ამ ფილმს აღწერენ სანახაობად, რომელიც აქამდე არასდროს არავის უნახავს.
აღნიშნული პროექტის მეშვეობით, ეფლი იმედოვნებს, რომ ფოტოგრაფებსა და კინორეჟისორებს პროფესიონალური აღჭურვილობის ნაკლებობა ვეღარ შეაკევბთ… პირიქით, ერთადერთი, რაც საჭიროა, ეს არის ფანტაზია, რადგან iPhone 14 Pro-ს გარკვეული ფუნქციები სპეციალურად ვიდეოგრაფებისთვისაა შექმნილი. მაგალითად, მოქმედების რეჟიმი კინორეჟისორებს საშუალებას აძლევს გადაიღონ გლუვი კადრები, თავიდან აიცილონ კადრის მოძრაობა, ვიბრაცია და სხვა ხელისშემშლელი დეტალები.