ამჯერად Apple-მა გადაწყვიტა, საშობაო კამპანია ყველაზე ადამიანური უნარისკენ მიემართა — ბრენდს სურს, ყველანი მეტად მიმტევებლები გავხდეთ და ყველაფერს „ახალი შუქით“ შევხედოთ. ასე რომ, სტოპ-მოუშენის ტექნიკით შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი სწორედ მიმღებლობასა და დაძაბულობის განეიტრალებაზეა ორიენტირებული, რადგან ყველაფერზე მაღლა მაინც ადამიანური ურთიერთობები დგას.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, სარეკლამო სააგენტო TBWA\Media Arts Lab-ის მიერ შემუშავებული სიუჟეტი სტოპ-მოუშენ ანიმაციების შემქნელსა და მის უფროსს შორის არსებულ დაძაბულობას მიჰყვება. რა თქმა უნდა, ასეთ დროს რთულია პოზიტიური მხარის დანახვა, მაგრამ ანიმატორი ხელმძღვანელს უფრო მეტი კეთილგანწყობით მიუდგება. სწორედ აქ ვხვდებით, თუ ხშირად როგორ არასწორად ესმით ადამიანებს ერთმანეთის, ვიდრე უკეთ არ გაიცნობენ…
რეკლამის ემოციურ რეზონანსს კიდევ უფრო აძლიერებს ჯორჯ ჰარისონის კლასიკა Isn’t It a Pity, რომელიც საუნდტრეკის როლს ითავსებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ფილმის stop-motion სეგმენტები გადაღებულია iPhone Pro 15 Max-ის გამოყენებით, რაც ნათლად აჩვენებს მოწყობილობის კამერის მოწინავე შესაძლებლობებს.













