in

ახალ MacBook-ებზე ორიენტირებული ღონისძიება 18 ოქტომბერს გაიმართება

შესაძლოა, ღონისძიებაზე განახლებული AirPods-ებიც ვიხილოთ

veon
veon

Apple-ის მომდევნო სპეციალური ღონისძიება ორშაბათს, 18 ოქტომბერს ჩვენი დროით 21:00-ზე გაიმართება და მისი ყურება კომპანიის YouTube არხზე შეგეძლებათ. ეფლის მიერ გავრცელებულ ვიდეოანონსში კი მხოლოდ ერთი სიტყვა ისმის – Unleashed.

ბუნებრივია, როდესაც შემოდგომის თვეებში ბევრი პროდუქტი გროვდება, Apple ხშირად მასპინძლობს მეორე ღონისძიებას. ახლა კი უკვე თვეებია, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კომპანია მზად არის, 14 და 16 დიუმიანი MacBook Pro მოდელები წარადგინოს.

ამ მაკბუქების გამოშვებით, ეფლი საბოლოოდ ჩაანაცვლებს Intel-ის პროცესორებს და ყველა მაკი Apple-ის მიერ დამზადებულ პროცესორზე გამოვა. ახალ ჩიპსეტს M1X ერქმევა, რომელსაც 10 ბირთვიანი პროცესორი ექნება. ასევე, უფრო მძლავრი გახდება გრაფიკული პროცესორი და იგი 16 ან 32 ბირთვიანი იქნება. რაც შეეხება ვიზუალს, მაკბუქი თხელი ჩარჩოებით და უფრო დიდი ეკრანებით ხასიათდება. 3024 x 1964 და 3456 x 2234 რეზოლუციები კი უფრო მკაფიო გამოსახულებას უზრუნველყოფს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, M1X პროცესორს ახალი Mac Mini-ც მიიღებს. ახალ მოწყობილობას ორი Thunderbolt USB 4 Type-C და ორი USB Type A პორტი ექნება. ეს ცვლილებები Mac Mini-ს აქტიურ მომხმარებლებს ნამდვილად გამოადგებათ…ახალ MacBook Pro-ში კი USB-C-ს MagSafe ჩაანაცვლებს. გარდა ამისა, ეფლი აბრუნებს HDMI პორტს და SD ბარათის სლოტს.

დაბოლოს, შესაძლოა, Apple-მა სახეცვლილი AirPods-ები წარადგინოს. ეს უკანასკნელი ყურსასმენების მესამე თაობა იქნება და სავარაუდოდ, AirPods Pro-ს დიზაინს მიიღებს. თუმცა მას შედარებით მოკლე ტანი და სხვაგვარი დიზაინის დამტენი ქეისი ექნება.

კონკურსი ჟურნალისტებისა და კონტენტის შემქმნელებისათვის – „მედია თანასწორობისთვის 2021“ დაიწყო!

რა კავშირია ფიზიკურ აქტივობასა და სულიერ განწყობას შორის?