in

აპლიკაცია, რომელიც არაბი ქალების გადაადგილებას აკონტროლებს – სენატორის თხოვნა Apple-სა და Google-ს

საუდის არაბეთის სამეფოს მობილური აპლიკაცია აქვს, რომელიც მამაკაცებს ქალების სამეფოში გადაადგილების კონტროლისა და შეზღუდვის საშუალებას აძლევს. რამდენიმე დღეა, ერთ-ერთი ამერიკელი სენატორისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციები დაინტერესდნენ ამ თემით და Apple-სა და Google-ს მოუწოდეს, რომ თავიანთი პლატფორმებიდან ამოეღოთ აპლიკაცია, რადგან ტექნოლოგიის გიგანტები, გენდერულ დისკრიმინაციას უწყობდნენ ხელს, – ამის შესახებ The New York Times წერს.

BOG
BOG

საუდის არაბეთის სამეფოს „მეურვეობის კანონის“ მიხედვით, ყველა არაბ ქალს, მიუხედავად ასაკისა, ჰყავს მამაკაცი „მეურვე“, როგორც წესი, მამა ან ქმარი, ხანდახან – ძმა ან შვილი. ისინი, მათ მეურვეობაში მყოფ ქალებს ნებას აძლევენ, მიიღონ პასპორტი, გაიარონ სამედიცინო პროცედურები ან დაქორწინდნენ.

რაც შეეხება აპლიკაციას – Absher, 2015 წელს ჩაუშვა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობამ. აპლიკაცია მამაკაცებს საშუალებას აძლევს, რომ ქალებს განუსაზღვრონ, შეუძლიათ, თუ არა აეროპორტის გავლით გადაადგილება, მათი ნაციონალური იდენტობისა ან პასპორტის მიხედვით აკონტროლებენ. „მეურვე“ ნებისმიერ დროს იღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, როცა მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი აეროპორტის გავლით გადაადგილდება. Absher უხეშად ითარგნება, როგორც „დიახ, ბატონო“ და მისი გადმოწერა შესაძლებელია როგორც Google Play store-იდან, ისე Apple’s app store-იდან. კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ ეს კომპანიები არაბი ქალების რეპრესიაში თანამონაწილეობენ .

ორეგონის შტატის სენატორმა, რონ უადენმა კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს, ტიმ კუკსა და სანდარ პიჩაის წერილი მისწერა: „ძალიან სამწუხაროა, რომ საუდის არაბეთის მონარქია არაბი ქალების უფლებებს ზღუდავს, მაგრამ ამერიკულმა კომპანიაბმა საუდის არაბეთის მთავრობის პატრიარქატს ხელი არ უნდა შეუწყონ. უადენი ამბობდა, რომ კომპანიები არაბ მამაკაცებს უმარტივებდნენ სმარტფონებით ოჯახის წევრების კონტროლს და მან სთხოვა, რომ ქალის კონტროლისთვის დახმარება აღარ გაეწიათ „ეფლსა“ და „გუგლს“.

„ეფლი“ და საუდის არაბეთის მთავრობა მაშინვე არ გამოეხმაურა სენატორის კომენტარს, გუგლის სპიკერმა კი განაცხადა, რომ კომპანია ამოწმებდა აპლიკაციას, იყო თუ არა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისი.

მოგვიანებით, ეფლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმაც აღნიშნა, რომ კომპანია ინფორმაციას იძიებდა იმ აპლიკაციის შესახებ, რომელიც ქალებს თავისუფლებას უზღუდავდა.

McDonald’s-მა „ბალენსიაგა“ დატროლა!

კიბო, როგორც ხელოვნების გამოვლინება