Apple ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყებას გვთხოვს და სწორედ ამას გადმოგვცემს Great ideas start on Mac-ის ფილმში. ოღონდ ისე, რომ Mac-ის მოწყობილობა ირიბად რევოლუციური იდეების საწყის წერტილად წარმოადგინოს. ნარატივს კი გარდაცვლილი ჯეინ გუდოის ხმით აძლიერებს, თუმცა ეს AI არ გეგონოთ, ხმა მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, პირველ ოქტომბერს ჩაიწერა და ასე უკანასკნელი კოლაბორაციაც გამოდგა…
დღეს ფილმი სხვადასხვა სპეციალობის ნამდვილ კრეატორებს გვაცნობს, იქნება ეს მოდის დიზაინერი, ოკეანის ინჟინერი, შშმ უფლებათა აქტივისტი თუ რობოტიკის გუნდის წევრი. თითოეული მათგანი შემოქმედებითი მუშაობის ცხელ პროცესშია ნაჩვენები, ხოლო მათი ნამუშევრები, ზღვის ფსკერის კვლევით დაწყებული და დიზაინით დამთავრებული, კვლავ Mac-ის პოზიციონირებას აძლიერებს — როგორც ზემოთ გითხარით, მოწყობილობის, რომელიც რევოლუციური იდეების საწყისი წერტილი ხდება. ოღონდ ისე, რომ არც კონკრეტულ სპეციფიკაციებზე გვესაუბრონ და არც მოდელზე:













