in

Apple-ის ცნობილი კამპანიის პერსონაჟებმა ოფისიდან გაქცევა გადაწყვიტეს

ზოგიერთი ადამიანისთვის, სახლიდან მუშაობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ოფისში დაბრუნება არც თუ ისე პოზიტიური მოვლენაა. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მკაცრი და უსამართლო უფროსი ჰყავს, ან დიდი კორპორაციის ერთ-ერთ პატარა ნაწილაკად გრძნობს თავს, რომლის სახელსაც მაღალი რგოლის თანამშრომლები ვერ იმახსოვრებენ. არც იმათ მოსწონთ ოფისში დაბრუნება, ვისაც ყოველთვის სურდა საკუთარი კომპანია შეექმნა და დაქირავებულის ნაცვლად, დამქირავებელი ყოფილიყო. პანდემიამ ასეთ ადამიანებს საქმიანობის შეცვლისკენ უბიძგა და უამრავი მათგანი, ასეც მოიქცა. ამ მოვლენას „დიდი გადადგომა“ ეწოდა. ტერმინი მილიონობით ადამიანს უყრის თავს, რომელმაც „გაბედა“ და პანდემიის პერიოდში, არასასურველი სამსახურიდან წამოვიდა. დიდ გადადგომას, Apple-ის კამპანიის პერსონაჟებიც შეუერთდნენ. Escape from the office – გაქცევა ოფისიდან, ასე ეწოდება მორიგ ვიდეორგოლს, რომელიც კამპანია Apple at Work-ის ფარგლებში შეიქმნა.

ოთხი თანამშრომელი, ოფისში დაბრუნებამდე ორი წუთით ადრე, სამსახურიდან წასვლას და საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გადაწყვეტს. 9-წუთიან ვიდეორგოლში, შეგიძლიათ მათი დინამიური, იუმორით გაჯერებული თავგადასავლით ისიამოვნოთ, პარალელურად კი, Apple-ის პროდუქტის უპირატესობებს გაეცნოთ.

Apple-ის პერსონაჟები მაყურებელმა 2019 წელს გაიცნო, როცა Apple at Work-ის ფარგლებში პირველი მოკლე ფილმი შეიქმნა სახელწოდებით – Apple round pizza box.

შემდეგ ისინი, 2020 წელს ვიხილეთ, როცა პერსონაჟები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. ამ ვიდეორგოლის ნახვა, უკეთ მიგახვედრებთ, თუ რატომ გადაწყვიტა ოთხეულმა ოფისიდან გაქცევა.

ყინული, რომელიც ანტარქტიდის მყინვარებს დნობისგან იცავდა, დაიმსხვრა

როგორ იმოქმედებს დეფოლტი რუსეთზე?