in

Apple-მა წლის საუკეთესო აპლიკაციები დაასახელა

M2

ამჟამინდელ დაუდგრომელ ყოველდღიურობაში აპლიკაციებს ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ხატვის ტექნიკის გაუმჯობესებაში დახმარება ან მათი გამოყენებით შეხვედრების დაგეგმვაა. ისინი სასიცოცხლოდ აუცილებელ „სისხლად“ იქცა – სწორედ მათი მეშვეობით ვახერხებთ რთულ პერიოდებში სიმშვიდისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას, გახალისებასა და მეგობრებთან კონტაქტს. Covid-19-ის მიზეზით გამოწვეულმა იზოლაციამ თავისებური ფორმა მიანიჭა მთელ მსოფლიოს – მოულოდნელად შეწყვიტა ფუნქციონირება ისეთმა დაწესებულებებმა, როგორიცაა, მაგალითად, კინოთეატრი, კლუბები და გალერეები, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო თუნდაც ერთი წლის წინ… და ამ უცნაურ სამყაროში, შეიძლება ითქვას, რომ აპლიკაციები გვეხმარება ახალი რეალობის დასაძლევად.

ცვალებადი სამყაროს ფონზე Apple-მა 2020 წლის საუკეთესო აპლიკაციების ჩამონათვალი შემოგვთავაზა, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში იყო მოთხოვნადი. მთლიანობაში თითოეული მათგანი „პანდემიური სამყაროს“ ერთგვარ ფანჯარას წარმოადგენს, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად შეიცვალა ყოველდღიურობა (მაგალითად, სკოლისა და სამსახურის ცხოვრება) და ცხოვრების სრულიად ახალი სტილი გახდა საჭირო.

„ცხადია, ყველაფერი ფუნდამენტურად შეიცვალა“ – ამბობს მეთიუ სლემონი, Pokemon Go-ს გუნდის ხელმძღვანელი.

ჩვენი სულელური სამყარო

პანდემიის კრიზისმა და კარანტინმა ადამიანთა უმრავლესობა დაასევდიანა და მათ მოუწიათ ბრძოლა მოცემულ სიტუაციასთან გასამკლავებლად. გამოწვევის წინაშე დადგა ისეთი „უბრალო“ ქმედებებიც კი, როგორიცაა ჭამა, ძილი და ვარჯიში. თუმცა ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება (და შესაბამისად, კარგად რომ გრძნობდეთ თავს) არც თუ ისე რთულია, თუ გავითვალსიწინებთ, რომ ძვირადღირებული ველოსიპედისა და სარბენი ბილიკის ნაცვლად შესაძლებელია დაკავდეთ იოგით ან ირბინოთ.

ანდრეს კანელა, Wakeout!-ის დამფუძვნებელი, ამბობს, რომ მსოფლიოს პირისპირ მდგარი გამოწვევების გადაჭრაში ოდნავი წვლილის შეტანაც კი დიდი პრივილეგიაა. აპლიკაცია, რომელიც მისი ბავშობის მეგობრის – პედრო ვუნდერლიხის დახმარებით შეიქმნა, მომხმარებლებს შთააგონებს, გადაიღონ მცირე ზომის ვიდეოები, სადაც გამოჩნდება როგორ ვარჯიშობენ მათ ირგვლივ არსებული ნივთებით – იქნება ეს ბალიშები, ქვავები, ტაფები და ა.შ. შემქნელების თქმით, მათ სურდათ, შეექმნათ რაღაც მხიარული და „სულელური“, რაც ხახლს ოდნავ მეტი მოძრაობის მოტივაციას მისცემდა.

Pokémon Go

რა თქმა უნდა, Pokémon Go თავისი არსით სრულიად არ შეესაბამება ამჟამინდელ მდგომარეობას. ფუნქცია, სახელწოდებით Raid Battles, ხალხს მოუწოდებდა გაერთიანებულიყვნენ ბოსებთან საბრძოლველად, რაც დღეს გამორიცხულია. ამიტომაც აპრილში კომპანიამ გააფართოვა თავისი ფუნქციონალი Remote Raid Passes-ის სახით, რათა ხალხს ამ პირობებშიც შეძლებოდა აპლიკაციის გამოყენება. Niantic–ს ჰქონდა ასევე პოპულარული live ღონისძიებების სერია, რომელთა ჩატარებაც ვერ ხერხდება და წელს ის პირველად გაიმართა ვირტუალურ რეჟიმში, რაც თავის მხრივ გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მართალია, ზოგადად თამაშში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მისი მთავარი არსი მაინც შენარჩუნებულია…

რას ნიშნავს სასარგებლო?

Apple-მა 2020 წლის დაჯილდოებისას, კატეგორია „სარგებლიანობის“ ფარგლებში, ხაზი გაუსვა ტენდენციას – „ტექნოლოგია ცვლილებისთვის“ (Tech for Change). Pokémon Go-სთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ შექმნილ აპლიკაციას – Share the Meal, რომელიც ადამიანებს ეხმარება მსოფლიო უკეთობისკენ შეცვალონ. ამ კატეგორიაში ასევე მოხვდა შემდეგი აპლიკაციები – Explain everything, რომლის მეშვეობითაც საკლასო ოთახი შენს სახლში გადმოინაცვლებს; Shine – თავის მოვლის აპლიკაცია და Caribu – დღევანდელ რეალობაში არსებული სიცარიელის ამოსავსებად.  თუმცა, აპლიკაციების გამოყენება მაშინაც კი გვეხმარება, როცა აღარ შეგვიძლია ვესტუმროთ ძვირფას ადამიანებს?

თამაში ავითარებს

და ბოლოს, რა თქმა უნდა, ტოპ აპლიკაციების არც ერთი ჩამონათვალი თამაშების გარეშე სრულყოფილი არ იქნება. თამაშები ის კატეგორიაა, რომელშიც ყველა ასაკის ადამიანმა იპოვა თავისი ინტერესების შესაბამისი აპლიკაცია. წლის საუკეთესოებში მოხვდა RPG (role-playing games) და scrollers-ის კატეგორიის თამაშები: Sneaky Sasquatch – წლის არკადული თამაში და Dandra: Trials of Fear – წლის Apple TV თამაში, რომელიც შთაგონებულია რეალურ მონათმფლობელობასთან ბრძოლით.

Genshin Impact კი ის აპლიკაციაა, რომელიც პანდემიის პერიოდში საკმაოდ აქტუალური და გასართობი აღმოჩნდა. აქ მომხმარებლები ერთამნეთს უზიარებენ ფან-არტებს, მხატვრულ ლიტერატურასა და კოსპლეის სხვადასხვა ვარიაციებს (როდესაც ადამიანები გარდაიქმნებიან სხვადასხვა ცნობილ პერსონაჟად).

მთლიანი გამარჯვებულების სია კი ასე გამოიყურება:

  1. iPhone App of the Year: Wakeout! (Andres Canella, USA)
  2. iPhone Game of the Year: Genshin Impact (miHoYo, China)
  3. iPad App of the Year: Zoom (Zoom, USA)
  4. iPad Game of the Year: Legends of Runeterra (Riot Games, USA)
  5. Mac App of the Year: Fantastical (Flexibits, USA)
  6. Mac Game of the Year: Disco Elysium (ZA/UM, U.K./Estonia)
  7. Apple TV App of the Year: Disney+ (Disney, USA)
  8. Apple TV Game of the Year: Dandara: Trials of Fear (Raw Fury, Sweden)
  9. Apple Watch App of the Year: Endel (Endel, Germany)
  10. Apple Arcade Game of the Year: Sneaky Sasquatch (RAC7, Canada)
  11. App Trend of the Year: Shine (Shine, USA)
  12. App Trend of the Year: Explain Everything Whiteboard 
  13. App Trend of the Year: Caribu 
  14. App Trend of the Year: Pokémon GO  (Niantic, USA)
  15. App Trend of the Year: ShareTheMeal  (United Nations, Germany)

„საქართველოს ბანკი“ ინოვაციების დანერგვას განაგრძობს

“ერთმანეთი” – ნუცა მიქაბერიძის ნამუშევარი