in ,

Apple-მა ტინიტუსზე ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა!

ამგვარად, Apple Hearing Study ტინიტუსის შესახებ ახალ ინფორმაციებს გვიზიარებს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევაა მათ შორის, რაც აქამდე ჩატარებულა — მასში მონაწილეობა 160 000-მა ადამიანმა მიიღო! და რა არის ტინიტუსი? მარტივად რომ განვმარტოთ, იმ ხმების აღქმას ეხება, რომლებიც ჩვეულებრივ ბევრს არ ესმის. ტინიტუსის დროს ბგერას შეუძლია, მრავალი ფორმა მიიღოს, მაგრამ მას ყველაზე ხშირად ზარის ხმად აღწერენ, რომელიც წამიერიც შეიძლება იყოს და ხანგრძლივიც. შესაძლოა, ადამიანს ცალ ან ორივე ყურში განუვითარდეს.

M2
M2

სიმპტომები საკმაოდ ინდივიდუალურია, მაგრამ ტინიტუსი, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ზემოქმედებს, ეს ცალსახაა. უფრო ზუსტად ძილსა და სმენის შესაძლებლობებზე… აღსანიშნავია, რომ ეფლმა კვლევა მიჩიგანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად ჩაატარა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც გაუზიარებენ, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ Make Listening Safe-ის ინიციატივაში. თუმცა ამასთან, ეფლი ცდილობს, ტინიტუსის მქონე ადამიანებს ყოფა საკუთარი პროდუქტებით გაუმარტივოს, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი კონკრეტული კვლევის შედეგებს გაგაცნობთ:

ტინიტუსის სიხშირე

Apple Hearing Study-ის თანახმად, გამოკითხულთა 77.6 % განიცდიდა ტინიტუსს, ყოველდღიური შემთხვევები კი ასაკთან ერთად სულ უფრო მწვავდებოდა — 55 წელზე უფროსი ადამიანები 3-ჯერუფრო ხშირად განიცდიდნენ მას, 18-34 წლის ადამიანებთან შედარებით. მამაკაცებს კი, ქალებთან შედარებით, 2.7%-ით მეტად აღენიშნებოდათ, თუმცა მეორე მხარეს არიან კაცები, რომლებიც ამბობენ, რომ ტინიტუსი არასდროს განუცდიათ ცხოვრებაში და მათი მაჩვენებელი 4.8%-ს აღწევს.

ტინიტუსის მართვა

კვლევაში მონაწილეებმა 3 მეთოდი გამოავლინეს, რომლებსაც ტინიტუსთან გასამკლავებლად მიმართავდნენ, მათ შორისაა დინამიკის მსგავსი მოწყობილობების გამოყენება (28%), ბუნების ხმების მოსმენა (23.7%) და მედიტაცია (12.2%). ხოლო 2.1%-ზე ნაკლები ტინიტუსის სამართავად კოგნიტიურ და ქცევით თერაპიას მიმართავდა.

ტინიტუსის გამომწვევი მიზეზი

გამომდინარე ტინიტუსის კომპლექსური ბუნებიდან გარანტირებული მეთოდი არ არსებობს, მაგრამ თუ ეფლის კვლევას დავეყრდნობით, ხმაურიანი ადგილებისთვის თავის არიდებამ და სტრესის დონეების მართვამ, შესაძლოა, მისი შანსები შეამციროს. მოკლედ რომ გითხრათ, მონაწილეები ჭარბ ხმაურში ყოფნას დაავადების გამომწვევ ძირითად მიზეზად ასახელებდნენ, შემდგომ კი სტრესზე საუბრობდნენ.

და როგორ დაეხმარება ტინიტუსის მქონე ადამიანებს Apple-ის პროდუქტები?

მართალია, Apple მრავალ ფუნქციასა თუ აპლიკაციას სთავაზობს სმენის პრობლემების მქონე ადამიანებს, მაგრამ უშუალოდ ტინიტუსის შემთხვევაში შეგვიძლია, შემდგომი პროდუქტები განვიხილოთ:

Noise App — ამ აპლიკაციით Apple Watch-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, ჩართონ შეტყობინებები ისეთი შემთხვევებში, როცა გარემოში არსებული ხმაურის დონე მათ სმენაზე აისახება. iPhone-ზე არსებული Health-ის აპლიკაცია კი მომხმარებლის ისტორიას აკვირდება და ატყობინებს მას, როცა ყურსასმენების ან გარემოში არსებული ხმები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ სტანდარტებს აჭარბებს. 

Environmental Sound Reduction — კვლავ Apple Watch-ის მომხმარებლებს AirPods Pro-სა და AirPods Max-ის მოხმარებისას შეუძლიათ, ნახონ, როდის მცირდება გარემოში არსებული ხმაურის დონე. 

Active Noise Cancellation & Loud Sound Reduction — პირველი მიკროფონს იყენებს გარედან შემოსული ხმების ამოსაცნობად, რომელსაც AirPods Pro ხმის დაბლოკვით პასუხობს მანამ, სანამ ეს ხმა მომხმარებლამდე მიაღწევს. ხოლო მათ, ვისაც კვლავ სურს გარემოში არსებული ხმების გაგება, ეფლი Loud Sound Reduction-ს სთავაზობს, რომელიც, როგორც სახელი გვეუბნება, ხმის ტონს ამცირებს.

Reduce Loud Audio — მომხმარებლებს შეუძლიათ, თავადვე განსაზღვრონ, რა სიმაღლის ხმებს მოუსმინონ ყურსასმენებში, ამისთვის უბრალოდ პარამეტრებში უნდა შევიდნენ, შემდგომ Sounds & Haptics-ზე გადავიდნენ და Headphone Safety რეჟიმი იპოვონ, სადაც უკვე აუდიოსთვის სასურველი დეციბელის დონეს შეარჩევენ. 

განახლებული Porsche 911 Carrera GTS-სა და 911 Carrera-ს მსოფლიო პრემიერა 

გაიცანით ბრიანა სალინასი, 500 Global in Eurasia-ს მენტორი, რომელიც უკვე ასობით სტარტაპს დაეხმარა განვითარებაში