in

Apple საშობაო ვიდეორგოლში სმენადაქვეითებული მამისა და შვილის ამბავს ჰყვება

BOG
BOG

რამდენიმე თვის წინ გავიგეთ, რომ Apple-მა FDA-ისგან ნებართვა მიიღო, რათა AirPods Pro სმენის აპარატის მსგავსად გამოეყენებინა, ახლა კი ემოციური საშობაო ვიდეორგოლით გვიყვება, როგორია იგი პრაქტიკაში. 

BOG

Heartstrings-ს მაყურებლები ერთ ჩვეულებრივ ოჯახში მიჰყავს და შობის დილის თანამოზიარეს ხდის. მთავარი პერსონაჟი აქ სმენადაქვეითებული მამაა — უყურებს, როგორ იღებს თავისი შვილი ახალ გიტარას, რაც მასში მრავალ მოგონებას აღძრავს, დაწყებული პირველი გიტარიდან, გაგრძელებული პირველი დაბადების დღითა თუ სკოლის პირველი დღით… რაღა თქმა უნდა, რეკლამაში ძირითადი აქცენტი ხმაზე კეთდება, რომელიც Apple AirPods Pro 2-ის სასმენი აპარატის ფუნქციას რაღაც ჯადოსნური ჯოხის მსგავსად წარმოაჩენს:

მართალია, ბევრი ჩვენგანისთვის, სამყარო იმ ხმებით აღიქმება, რომლებიც გვესმის, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ უწევთ საშუალოდ 10 წელი მოცდა, რათა შესაბამისი ტესტი ჩაიტარონ და საჭირო სმენის აპარატიც მიიღონ. ახლა კი მსოფლიოში პირველად ეფლი Hearing Test-ს სთავაზობს მათ, მომხმარებლებს მეცნიერულ შედეგს წუთებში აწვდის და საშუალებას აძლევს, გააქტიურონ სმენის ფუნქცია AirPods Pro 2-ზე… სწორედ ამ ამბავს ჰყვება Heartstrings-იც.

ეფლის კამპანიაზე TBWA\Media Arts Lab-ის სააგენტომ იმუშავა.

Adobe-მ 2025 წლის ტრენდები დაასახელა!

როდესაც თანამშრომლები იერარქიის გვერდის ავლით მოქმედებენ