in

Apple-მა ახალი აქსესუარი შშმ პირებისთვის გამოუშვა

Apple-ის ახალი აქსესუარი ერთი შეხედვით მხოლოდ დიზაინერულ გადაწყვეტას ჰგავს, თუმცა რეალურად მეტად ფუნქციურია. MagSafe-ით აღჭურვილი iPhone-ებისთვის შექმნილი შეზღუდული გამოშვების Hikawa Phone Grip & Stand სტაბილიზატორის ფუნქციასთან ერთად, პორტრეტული ან ლანდშაფტური ხედვის სადგამს გვთავაზობს. ასე კი შშმ პირებს თავიანთი მოწყობილობების უფრო კომფორტულად გამოყენებაში ეხმარება. 

დიზაინი ბეილი ჰიკავას ეკუთვნის, რომელმაც ყოველი დეტალით საკუთარი საკულტო სტილის გაზიარება გადაწყვიტა. ოღონდ მანამდე ამას წინ მომხმარებლებთან სიღრმისეული ინტერვიუები უძღოდა, კონკრეტულად იმ პირებთან, რომელთაც მოძრაობის შეფერხებები ან კუნთების სიძლიერის შეზღუდვები აქვთ. მიღებულმა ინსაითებმა კი ყველაფერი განსაზღვრა, დაწყებული სილიკონის ტექსტურით და დამთავრებული თითის გასაყრელისთვის შესაბამისი ადგილის მოძიებით.

შედეგად, ტაქტილური აქსესუარი შემოგვთავაზეს, რომელიც სხვადასხვა პოზიციაში მარტივი გამოსაყენებელია, ინტუიციურია ხელების გარეშე გამოსაყენებლად და დაღლილობასაც ამცირებს. თანაც, მარტივად ემაგრება და ეხსნება ტელეფონს, რითაც მეტ მოქნილობასაც გვთავაზობს.

Hikawa Phone Grip & Stand ორ ფერშია ხელმისაწვდომი: Chartreuse-ის მწვანესა და Crater-ის ნაცრისფერში. ფასი 69.95 დოლარია. ერთსაც გეტყვით, ამ ამბავს წინ ეფლის მიერ აიფონის ჩანთის ჩაშვებაც უძღოდა…

Agromotors & Tractor.ge – ქართველი ფერმერების გასაძლიერებლად

საქართველოს ბანკის QR განვადებით შოპინგი მოგებიანია — მიიღეთ 20 000 PLUS ქულა საჩუქრად