in

ამერიკელი რეპერი, თიერა ვექი და მისი მინიატურული ასლი Apple HomePod Mini-ს რეკლამაში

Apple-მა Homepod Mini-ს საშობაო რეკლამა, სააგენტოTBWA\Media Arts Lab-თან თანამშრომლობით, ფილადელფიელი რეპერის, თიერა ვექის მონაწილეობით შემოგვთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ბრენდმა აუდიტორიას HomePod Mini, ჯერ კიდევ, 13 ოქტომბერს წარუდგინა.

სახლის ჭკვიანი დინამიკი Homepod მომხმარებლებისთვის უკვე დიდი ხანია, ცნობილია, თუმცა HomePod Mini-ს შემთხვევაში, სიახლე ისაა, რომ Apple-მა მოწყობილობა ახალი დიზაინითა და შედარებით, მოკრძალებულ ზომებში წარმოგვიდგინა. რაც შეეხება დინამიკის მრგვალ ფორმას, ამ უკანასკნელს მისი 360 გრადუსიანი ჟღერადობის სისტემა უნდა უზრუნველეყო.

ნახეთ ნამუშევარი და ისიამოვნეთ თიერა ვექისა და მისი მინიასლის ვოკალურ-ქორეოგრაფიული შესაძლებლობებით.

მარკეტერები სარეკლამო ექსპერიმენტებს არ მიმართავენ. ეს დიდი შეცდომაა

ღმერთო ჩემო, მამაჩემი ვარ?! – კიდევ ერთი ჯადოსნური შობა