iOS 12-ის გამოსვლას Apple-ის გულშემატკივრები დიდხანს ელოდნენ. თუმცა, როგორც ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, განახლებული ოპერაციული სისტემა პირად შეტყობინებებს შეტყობინებით აგზავნის. საქმე ისაა, რომ განახლებულ სისტემაში გათვალისწინებულია იმ კონტაქტების ერთ ჩატში მოთავსება, რომლებსაც რამდენიმე საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული ფოსტა აქვთ, ხოლო, iMessage გზავნილებს, შეცდომით, სრულიად დამოუკიდებელ კონტაქტებთანაც უშვებს და ფაქტია, რომ ეს პრობლემა iOS 12-ის შემოსვლის შემდეგ წარმოიშვა. ბუნებრივია, ეს ფაქტი ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა. ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, პრობლემა გამოიწვია რამდენიმე ადამიანის მიერ ერთი და იმავე Apple ID-ის გამოყენებამ, თუმცა, არ არის დაზუსტებული, ვისაც ეს Apple ID არავისთვის გაუზიარებია, მათაც შეეხო პრობლემა თუ არა. ასევე, ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად მასშტაბურია პრობლემა.