in

Apple ინდურ iPhone-ებს გამოუშვებს 

კომპანია Apple ტელეფონების გამოშვებას ინდოეთში იწყებს. როგორც სააგენტო Reuters წერს, iPhone-ებს იქ ბრენდის პარტნიორი, ტაივანური Foxconn აწარმოებს. კომპანია ამისთვის, ქალაქ სრიპერუმბუდურის ქარხანას გამოიყენებს. საწარმოს მოდერნიზებისთვის 356 მილიონი დოლარის ინვესტირება და 25 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.

BOG
BOG
Photo credit: gsmarena.com

ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რომელი iPhone გამოვა ინდოეთში. თუმცა, კვლევითი კომპანია Counterpoint-ის ინფორმაციით, ამ ბაზარზე, Apple-ის გაყიდვების დიდი ნაწილი ძველ მოდელებზე მოდის. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ბრენდმა, იქ iPhone X-ის წარმოება დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ Apple ინდოეთში მხოლოდ დაბალი კლასის SE და 6S მოდელებს აწარმოებდა და მისი პარტნიორი ასევე ტაივანური კომპანია Wistron იყო. Foxconn კი, ამერიკული ბრენდისთვის, აქამდე, ჩინეთში უშვებდა iPhone-ებს.

ინდოეთში iPhone-ის წარმოება 2019 წელს დაიწყება.

დღის შუქზე გამოსვლა – ნიკა ჟღერიას #აზრები 

რა გვასწავლა 2018-მა წელმა – JWT Metro-ს #აზრები