in

Apple Intelligence ბეტა ვერსიაში ჩაეშვა

Apple-ის ხელოვნური ინტელექტი საბოლოოდ გამოჩნდა, თუმცა არ გეგონოთ, რომ ყველა ფუნქციაზე მოგცემთ წვდომას. Apple Intelligence iOS 18.1-ის დეველოპერების ბეტა ვერსიაში გვხვდება და გვაჩვენებს, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მომხმარებლის გამოცდილება ეფლის ეკოსისტემაში. 

ამჯერად ხელოვნური ინტელექტის მოდელი მხოლოდ რეგისტრირებული დეველოპერებისთვისაა ხელმისაწვდომი. მათთვის, ვინც ყოველწლიურ გადასახადს 99$-ს იხდის. უახლესი ბეტა ვერსიის განახლების შემდეგ, დეველოპერებს შეეძლებათ, პარამეტრებიდან მომლოდინეთა რიგებში ჩაეწერონ, რათა შემდგომ სრულად ისარგებლონ ახალი სერვისით. 

მართალია, Apple Intelligence საჯაროდ წლის ბოლოსკენ ჩაეშვება, მაგრამ მისი გამოჩენა ახლა დეველოპერებს იმაში დარწმუნებაში დაეხმარება, თუ როგორ გაამარტივებს ხელსაწყო მათ ყოველდღიურობას. განსაკუთრებული ყურადღება წერის ხელსაწყოებზე უნდა გავამახვილოთ, რომლებიც მომხმარებლებს გრამატიკისა და მართლწერის შემოწმების, ამასთან, ტექსტების შეჯამების საშუალებას აძლევს მრავალ აპლიკაციაში, იქნება ეს Messages, Notes, Mail თუ Pages.

ახლა კი კონკრეტულ ფუნქციებს გაჩვენებთ, რომლებიც ბეტა რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი:

Priority Messages in Mail

Email Summaries

Smart Replies

Reduce Interruptions Focus Mode

Memories

როგორც უკვე გითხარით, WWDC 2024-ზე ყველა ფუნქციის შესახებ არ განუცხადებიათ, თუმცა ვიგებთ, რომ ეფლი მომდევნო წლების რეგულარული განახლებებით ტექსტის სურათად გენერირების Image Playground-ის ფუნქციას გააცნობს მომხმარებლებს, აქვეა ემოჯების კრეატორი Genmoji, ChatGPT-ის ინტეგრაცია და Photos-ში ობიექტების ამოშლა…

 

უგულშემატკივრე ტატო გრიგალაშვილს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე — საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

როგორ გადავიდეთ ტრადიციული სამსახურიდან ფრილანსერობაზე?