in

რას გვთავაზობს Apple Intelligence?

veon
veon

მართალია, ამ საკითხზე ჭორები დიდი ხანია დადის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, მაგრამ ახლა WWDC 2024-ზე Apple Intellingence-ის შესახებ უკვე ოფიციალური წყაროსგან მოვისმინეთ. განსაკუთრებულ აქცენტს უსაფრთხოებაზე აკეთებენ და მომხმარებლებს ძალიან პერსონალურ გამოცდილებებსაც ჰპირდებიან. 

იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებში დაგეხმაროთ, ინტუიციური და მარტივი გამოსაყენებლად, ფესვგადგმული თქვენსავე პროდუქტის გამოცდილებებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან უნდა, გაგიგოთ თქვენ და დაეფუძნოს თქვენსავე პერსონალურ კონტექსტს, იქნება ეს თქვენი რუტინა, ურთიერთობები, კომუნიკაციები თუ სხვა. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დაეფუძნოს უსაფრთხოებას. ეს სცილდება ხელოვნურ ინტელექტს, პერსონალური ინტელექტია და შემდეგი დიდი ნაბიჯი Apple-ისთვის, — აცხადებს ტიმ ქუქი, Apple-ის CEO.

კომპანია ამ ახალ ფუნქციას თავისივე მრავალი საოპერაციო სისტემის ნაწილად აქცევს, იქნება ეს iOS, macOS თუ უახლესი visionOS. თქვენს პერსონალურ მონაცემებსა და კონტექსტს იყენებს, იმ ინფორმაციებს, რომლებიც მაგალითად Calendar-ისა და Maps-ის აპლიკაციებში შეგყავთ. Apple Intellingence დიდ ენობრივ და ჭკვიან მოდელებს ეფუძნება, რომელთაგანაც უმეტესობა ადგილობრივად მოწყობილობაშივე მუშავდება. 

Apple-ის სილიკონსაც იყენებს, რათა გაიგოს და შექმნას სურათები, ტექსტები, განახორციელოს ქმედებები აპლიკაციებში და გაიაზროს პერსონალური კონტექსტი. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი რთული მოთხოვნა მოწყობილობის გარეთ, ღრუბელზე მუშავდება. თუმცა აქაც Apple მომხმარებლებს Private Cloud Compute-ს სთავაზობს. ამასთან, პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით პროცესში Apple-ის ჩიპებიც ჩართულია.

ჩვენ მოხარულები ვართ ახალი თავის გამოცხადებით ეფლის ინოვაციებში. Apple Intellingence გარდაქმნის იმას, რისი გაკეთებაც მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტებით შეუძლიათ და, პირიქით. ჩვენი უნიკალური მიდგომა აერთიანებს გენერაციულ AI-ის პერსონალურ კონტექსტთან, რათა უზრუნველვყოთ პრაქტიკული, დამხმარე ინტელექტი. მას შეუძლია, წვდომა მიიღოს ამ ინფორმაციებზე სრულიად დაცული გზით, რათა მომხმარებლებს დაეხმარონ, გააკეთონ მათთვის მნიშვნელოვანი რაღაცები. ეს AI მხოლოდ ეფლს შეუძლია მოგაწოდოთ და მოუთმენლად ველით, როდის გამოცდიან მის შესაძლებლობებს მომხმარებლები.

ახლა კი განვიხილოთ, რას გვთავაზობს Apple Intelligence ტექსტების, სურათებისა და ხმოვანი ბრძანებების კუთხით:

ენის დამუშავების ახალი უნარები 

Apple Intelligence ხნის ახალ გზებს წერისა და კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად. მომხმარებლებს შეუძლიათ ტექსტის დაწერა, შესწორება და შეჯამება თითქმის ყველგან, სადაც დაწერა შეიძლება, მათ შორისაა Mail, Notes, Pages და მესამე მხარის აპლიკაციები. Writing Tools-ით დაწერენ ყველაფერს, საკლასო ჩანაწერებით დაწყებული, ელ.ფოსტების შედგენით დამთავრებული. 

Rewrite საშუალებას მისცემთ, ტექსტის განსხვავებული ვარიანტებიდან სასურველი ამოარჩიონ, საჭირო ტონის მიხედვით, იუმორიც შემატონ მას, ან კრეატიულობა. ახალი ფუნქცია ტექსტის გრამატიკულ მხარეზეც იქნება პასუხისმგებელი და მომხმარებლებს რედაქტირებებსაც შესთავაზებს. Summarize კი შერჩეული ტექსტის შეჯამებაში, საკვანძო საკითხების ამოწერასა და მსგავს საკითხებში შეუძლიათ, დაიხმარონ.

ხოლო Mail-ში Priority Messages-ს აცნობენ მომხმარებლებს, რომელიც გადაუდებელი ელ.ფოსტებისთვის იქნება განკუთვნილი. Smart Reply კი მათ სწრაფი პასუხების შედგენაში დაეხმარება. აქვეა Priority Notifications, რომელიც კონკრეტულ წერილებს შეტყობინებებში ეკრანზე პირველ ადგილზე გამოაჩენს.

რაც შეეხება Notes-ისა და Phone-ის აპლიკაციებს, მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაწერონ, ტრანსკრიფცია გააკეთონ და შეაჯამონ აუდიო. ჩანაწერის მიმდინარეობისას მონაწილეებს ავტომატურად ეგზავნებათ ეს ინფორმაცია, ხოლო ზარის დასრულების შემდგომ, Apple Intelligence საკვანძო საკითხებს აჯამებს. 

სურათების გენერირების ახალი შესაძლებლობები

Apple Intelligence სურათების შექმნის ახალ შესაძლებლობადაც შეგვიძლია ვთარგმნოთ. Image Playground-ით მომხმარებლებს სახალისო სურათების წამებში გენერირება შეუძლიათ, ოღონდ ჯერ 3 სტილიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ, იქნება ეს Animation, Illustration თუ Sketch. 

Image Playground-ით შეუძლიათ სასურველი კონცეფციაც აარჩიონ თემების, კოსტიუმების, აქსესუარებისა და ადგილების კატეგორიებიდან. დაწერონ ტექსტი, რომელიც აღწერს სურათს, შემდგომ აირჩიონ თავიანთი ფოტო და სასურველი სტილი. Messages-ის აპლიკაციაშიც კი შეძლებენ მის გამოყენებას, ყველა სურათი მოწყობილობაშივე შეიქმნება, რაც მომხმარებლებს ექსპერიმენტების ჩატარებას გაუმარტივებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობრებს სახალისო ფოტოებიც შეგიძლიათ, გაუგზავნოთ.

Notes-ში კი ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, უბრალო ჩანახატები ვიზუალურად მიმზიდველად აქციოთ. ამასთან, Image Playground Keynote-ში, Freeform-ში, Page-სა და სხვა მესამე მხარის აპლიკაციებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

Apple Intelligence ფოტოების აპლიკაციაში სასურველი სურათებისა და ვიდეოების პოვნის პროცესსაც გაამარტივებს, თქვენთვის ბუნებრივი ენით, პირდაპირ შეგიძლიათ საძიებო ველში ჩაწეროთ ანა სახეზე სტიკერებით, ის კი მსგავს ფოტოს შემოგთავაზებთ. ხოლო Clean Up-ის ხელსაწყო ფოტოების ფონზე არსებულ არარელევანტურ ობიექტებს გააქრობს.

ამასთან, Memories-ში მომხმარებლებს შეუძლიათ, Story საკუთარი აღწერის საფუძველზე შექმნან. საკუთარი ენობრივი და ფოტოების გააზრების უნარით Apple Intelligence მათ საუკეთესო კადრებსა და ვიდეოებს შესთავაზებს, სიუჟეტს შექმნის, რომელიც ვიზუალური მასალიდან მიღებულ ინფორმაციებს დაეფუძნება. ხოლო Apple Music მუსიკასაც შესთავაზებს მათ.

ხმოვანი ასისტენტის ახალი შესაძლებლობები

Apple Intelligence Siri-საც დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მომხმარებლებთან ურთიერთობას მეტად ბუნებრივი, რელევანტური და პერსონალური გზებით შეძლებს, შესაბამისად, ყოველდღიური ამოცანების შესრულების პროცესიც გაუმჯობესდება. 

Siri ახლა მომხმარებლებს მხარს დაუჭერს ყველგან, სადაც წავლენ, უპასუხებს ათასობით შეკითხვას იმაზე, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ iPhone-ში, iPad-სა და Mac-ზე. მათ შეუძლიათ, ნებისმიერი რამ სთხოვონ, დაწყებული მეილის გაგზავნით, დამთავრებული ეკრანზე Dark Mode-ის დაყენებით.

დაბოლოს, ხმოვანი ასისტენტი უკეთ გაანალიზებს ეკრანზე არსებულ ინფორმაციას, მაგალითად, თუ მეგობარი მოგწერთ ახალ მისამართს შეტყობინებებში, შეგიძლიათ უთხრათ, ეს ინფორმაცია შეინახოს. შეგიძლიათ კონკრეტული სტატიის შენახვაც სთხოვოთ შემდგომში წასაკითხად ან მეგობრებისთვის გასული დღის წვეულების ფოტოების გადაგზავნა, იმ პოდკასტის ჩართვაც, რომელიც გუშინ გირჩიეს. 

Apple WWDC 2024-ის სიახლეების სრულად სანახავად, ესტუმრეთ ბმულს.

ექსტრაზე ყველაფერი მეგულება!

საქართველოს ოქროს მოგზაურობა