ამბები ძაღლების შესახებ განსაკუთრებით უყვარს ხალხს და, ასე ვთქვათ, გარანტირებულ გზას წარმოადგენს აუდიტორიის ყურადღების მოსაზიდად. Apple-ის უახლესი რეკლამა კი კიდევ უფრო ემოციურ ნარატივზე, რეალურ ისტორიებზეა აგებული.
სააგენტო TBWA\Media Arts Lab-ის მიერ შექმნილი „Invincibles“-ის გმირი არის სამფეხა ძაღლი, სახელად ტრიპი, რომლის ცხოვრებაც იცვლება, როდესაც ფეხის პროთეზს იღებს. მისმა პატრონმა ტრიპი ნიუ-ჯერსიში მდებარე კომპანია 3DPets-ში მიიყვანა, რომელიც შინაური ცხოველებისთვის პროთეზებს ქმნის, LiDAR სკანერისა და iPhone 14 Pro-ს TrueDepth კამერის გამოყენებით.
რეკლამა ტრანსფორმაციის ამბის ყველა ემოციურ მომენტს ასახავს — დაწყებული იმით, რომ ტრიპი 4 თვის ასაკში მიატოვეს თავისი პრობლემის გამო და ასე მოხვდა ამჟამინდელ პატრონთან. ხოლო 3DPets-ში ვიზიტის შემდეგ, რომლის გუნდიც სხეულის სკანირებული მოდელის შესაქმნელად აიფონს იყენებს, ტრიპს თავისუფლად სირბილი და თამაში შეუძლია ახალი 3D ფეხით.