in

Apple-ის ახალი აპლიკაციით მოსაწვევებს შექმნით

M2

თუ წვეულებას გეგმავთ, მაშინ მოსაწვევების დამზადებაც დაგჭირდებათ. უკვე კი შეგიძლიათ, ამ მიზნით, Apple-ის ახალ აპლიკაცია Invites-ს მიაკითხოთ — მომხმარებლებს მოსაწვევების შექმნის შესაძლებლობას სთავაზობს ნებისმიერი ღონისძიებისთვის. მათი გაზიარებაც შეგეძლებათ iPhone-ით, Shared Albums-ში დამატებაც და, თუ მოგინდებათ, ღონისძიებისთვის მუსიკის შერჩევასაც მოახერხებთ.

Apple Invites-ით მოსაწვევის შექმნისას ფოტო ბრენდის ალბომიდან ან საკუთარი გალერეიდან შეგიძლიათ, აარჩიოთ. მეტიც, თუ გსურთ, Image Playground-საც გამოიყენებთ, რასაც Apple Intelligence-ის Writing Tools-ით სარგებლობის შესაძლებლობაც ემატება.

Invites Maps-ისა და Weather-ის აპლიკაციებთანაც მეგობრობს და სტუმრებს საშუალებას აძლევს, მარტივად მიიღონ წვდომა ლოკაციაზე ან გაიგონ, როგორ ამინდს უნდა ელოდნენ ღონისძიებისთვის. Shared Album-ში კი მონაწილეებს ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება შეუძლიათ, რათა კონკრეტული ღონისძიების მოგონებები ერთ სივრცეში შეინახონ. ხოლო Apple Music-ის გამომწერებს საერთო ფლეილისტის შექმნის შესაძლებლობაც აქვთ.

მასპინძლები ღონისძიებას ჩვეულებრივ ნახავენ და ონლაინ მართავენ, მოსაწვევებსაც გააგზავნიან ლინკით და RSVP-ზეც ექნებათ წვდომა. შეუძლიათ, თავადვე განსაზღვრონ, რა დეტალები უნდა ჩანდეს მოსაწვევში, იქნება ეს მისამართი თუ ღონისძიების თემატიკა. მეორე მხრივ, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, ნახონ და უპასუხონ მოსაწვევს აპლიკაციისა თუ ვების დახმარებით, გააკონტროლონ, ვინ ნახავს მათ შესახებ ინფორმაციებს და თუ რაღაც არ მოეწონებათ, ღონისძიებაც დაარეპორტონ.

Apple-ის ახალი Invites-ის აპლიკაცია უფასოდ ხელმისაწვდომია App Store-ში iPhone-ის ყველა მოდელისთვის, რომელშიც iOS 18 გვხვდება. ამასთან, მასზე წვდომა ვებიდანაც შეგიძლიათ, მიიღოთ: icloud.com/invites.

თუმცა უნდა ითქვას, რომ Invites ძალიან ჰგავს უკვე არსებულ პოპულარულ მესამე მხარის აპლიკაციას — Partiful-ს ვგულისხმობთ, მოსაწვევების აპლიკაციაა, რომელიც გუგლმა Best App of 2024-ის სიაშიც დაასახელა…

ჩინეთმა Google-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო – რას ნიშნავს ეს?

სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი’’ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის” ოფიციალური მზღვეველია!