ამჯერად რეკლამებს თქვენს iPhone-ში უნდა მიესალმოთ — ტექნიკური გიგანტი App Store-ში ბრენდირებული კონტენტის გავრცელებას აპირებს, თანაც, მათი გამორთვის შესაძლებლობის გარეშე.
Apple-მა დეველოპერებისთვის გაგზავნილი მოსაწვევებით დაადასტურა, რომ ახალი iOS App Store-ის საძიებო ჩანართების, Today გვერდისა და ბანერის You Might Also Like-ის ქვეშ რეკლამებს განათავსებს. ეს არის ახალი საძიებო ეკოსისტემის ნაწილი, რომელსაც Apple ავითარებს და ხაზს უსვამს დეველოპერებსა და შემქმნელებს App Store-ში.
თუმცა არ უნდა ინერვიულოთ, რადგან Galaxy-ს მომხმარებლებისგან განსხვავებით, თქვენ რეკლამების ნახვა მხოლოდ App Store-ში მოგიწევთ და არა, ტელეფონის სხვა ნაწილებში. მაგრამ Samsung-მა, Apple-სგან განსხვავებით, მომხმარებლებს რეკლამის გათიშვის საშუალება მისცა.
მანამდე კი დაფინანსებული რეკლამები სტანდარტულ News და Stock აპლიკაციებს დაემატა, თუმცა, iOS 15-ით მომხმარებლებს შეეძლოთ მათი გამორთვა და 78% ასეც მოიქცა. რაც შეეხება ამ ახალი რეკლამების ჩანართს, იგი ხელმისაწვდომი იქნება ყველა iPhone-სა და iPad-ზე, რომელშიც iOS 16-სა და უფრო ახალ ვერსიებს იყენებენ.