iOS 17-ის ბეტა ვერსიაში წითელი ღილაკი, რომელსაც ზარების გათიშვისთვის ვიყენებთ, ადგილს იცვლის და მეორე ხაზში ცენტრალურ ნაწილს იკავებს. ეს დიდი ცვლილება კი არ არის, მაგრამ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ iOS 17-ზე დარეკვის ღილაკები თუ ფუნქციები დიდად განსხვავებული არ იქნება იმისგან, რასაც ჩვენ უკვე ვიცნობთ.
საინტერესოა ისიც, რომ iOS 17-ის პირველი ბეტა ვერსია ივნისში გამოვიდა, რასაც მოჰყვა საუბრები იმის შესახებ, რომ End-ის წითელი ღილაკი მარჯვენა მხარეს გადაინაცვლებდა. ეს სიახლე ეფლის გულშემატკივრებმა არც ისე კარგად მიიღეს, ზოგიერთი კომენტარებში პირდაპირ მოითხოვდა ღილაკის თავდაპირველ ადგილზე დაბრუნებას. მიუხედავად ამისა, იგი ძველ ადგილზე მაინც არ დააბრუნეს და ამჯერად ცენტრში შემოგვთავაზეს…
ხოლო ის თუ, როგორ შეიცვალა ღილაკის მდებარეობა iOS 16-იდან iOS 17-მდე ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ: