in

Apple-მა iOS 17-ის, iPadOS 17-ისა და macOS Sonoma-ს პირველი საჯარო ბეტა ვერსიები ჩაუშვა!

დეველოპერებთან ახალი სისტემის ტესტირება თითქმის ერთი თვე გაგრძელდა და ახლა  Apple უკვე საჯარო ბეტა ვერსიებს უშვებს. iOS 17-ის, iPadOS 17-ისა და macOS Sonoma-ს მომხმარებლებისთვის ეს მრავალ ახალ ფუნქციასაც ნიშნავს, რომლებიც სხვადასხვა აპლიკაციაში მათ გამოცდილებას გააუმჯობესებს. iOS 17-ისა და iPadOS 17-ის საჯარო ბეტას Build Number-იც აქვს — 21A5277j, macOS Sonoma-ს შემთხვევაში კი ეს 23A5286i-ია.

მაგალითად, Safari მომხმარებლებს დამატებით კონფიდენციალურობის ფუნქციებს სთავაზობს, Apple Notes გაუმჯობესებულ PDF მხარდაჭერას, iMessage მდებარეობის გაზიარებას, Freeform თანამშრომლობის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს… უახლესი საოპერაციო სისტემებით დაინტერესებულ ადამიანებს კი ბეტა ვერსიების გადმოწერა Apple Beta Software Program-ის დახმარებით შეუძლიათ.

როგორც ამბობენ, კიდევ უფრო მეტი ახალი ფუნქცია ელოდებათ მომხმარებლებს, ამიტომ მოდით, დეტალურად განვიხილოთ.

iOS 17-ის ახალი ფუნქციები

iPhone:

  • სატელეფონო ზარების პერსონალიზება — თავად შეარჩიოთ სასურველი ვიზუალი, რასაც ადამიანები Contact Posters-ით დარეკვისას ხედავენ.
  • Live Voicemail — ხმოვანი შეტყობინების გაგზავნისა და მისი Live ტრანსკრიპტის ნახვის საშუალებას გაძლევთ. 

შეტყობინებები:

  • ყველა თქვენი iMessage-ის აპლიკაცია ერთ სივრცეში მოიყრის თავს — ახალი ღილაკი საშუალებას მოგცემთ, ერთიანად შეხედოთ ყველაფერს, რასაც ხშირად აგზავნით.
  • Check In — ავტომატურად აცნობებს თქვენს მეგობარს ან ოჯახის წევრს, როცა კონკრეტულ ადგილზე მიხვალთ.
  • მიიღეთ და უპასუხეთ თითის გადასმით — ახალი ისარი საშუალებას გაძლევთ, გადახვიდეთ იმ პირველ შეტყობინებაზე, რომელიც არ გინახავთ.
  • ძიების ფილტრები — აქ უკვე სასურველ შეტყობინებას სწრაფად იპოვით.
  • გაუზიარეთ და ნახეთ ლოკაცია — ჩვეულებრივ გააზიარებთ თქვენს ადგილმდებარეობას და + ღილაკით შესთავაზებთ მეგობარს, ეს ინფორმაცია თავადაც გაგიზიაროთ.
  • აუდიო შეტყობინების ტრანსკრიფცია — აუდიო შეტყობინებები შეგიძლიათ ჯერ წაიკითხოთ, მოგვიანებით კი მოუსმინოთ მას. 
  • სტიკერები — ერთ სივრცეში მიიღებთ წვდომას ყველა თქვენს Live სტიკერზე, ემოჯიზე, მემოჯიზე თუ სხვა ნაკრებებზე.

Facetime:

  • შეტყობინების დატოვება — ჩაწერეთ ვიდეო ან აუდიო შეტყობინება, როცა ვიღაც Facetime-ში თქვენს ზარს გამოტოვებს.
  • გამოხატეთ ემოცია თქვენი ხელებით — დაამატეთ რეაქცია, რომელიც ავსებს კამერის ჩარჩოს სახალისო 3D აუგმენტური რეალობის ეფექტებით.
  • Facetime Apple TV-ზე — გამოიყენეთ iPhone კამერის მსგავსად და დარეკეთ პირდაპირ Facetime-ის აპლიკაციიდან Apple TV-ზე. 

AirDrop:

  • NameDrop — მიიტანეთ თქვენი ტელეფონი სხვის iPhone-თან ან Apple Watch-თან ახლოს, რათა ნომრები AirDrop-ით მიიღოთ.

Journal:

  • ახალი აპლიკაცია, რათა დაწეროთ და დაიმახსოვროთ — მომხმარებლებს ახალ მიდგომას სთავაზობს ცხოვრებისეული გამოცდილებებისა და მნიშვნელოვანი მოგონებების უსაფრთხოდ შესანახად.
  • პერსონალიზება — თქვენს ფოტოებზე, მუსიკაზე, ვარჯიშსა და სხვა ფაქტორებზე დაფუძნებით, iPhone მოგონებებისა თუ დოკუმენტების შესახსენებლად თქვენზე მორგებულ რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ.

*Journal წლის ბოლოს გამოვა.

კლავიატურა:

  • უფრო ზუსტი ავტოშესწორების ხელსაწყო — როგორც კი წერას დაიწყებთ, ავტომატური შესწორების ხელსაწყო უკეთესი გამოცდილებისთვის გაუმჯობესებულ ასისტენტობას შემოგთავაზებთ.
  • წინასწარმეტყველებები ნაწერის გასწვრივ — ეს წერის სიჩქარესა და ეფექტურობას გაზრდის.

Safari და პაროლები:

  • პროფილის შექმნა — განსხვავებული პროფილების გამოყენებით შეგიძლიათ, საფარიში ძიებები ისეთ კატეგორიებად დაყოთ, როგორებიცაა სამსახურისა და პირადი საკითხები.
  • Private Browsing — კონფიდენციალურობისთვის იმას, რასაც საფარიში ათვალიერებთ, Face ID-ის დახმარებით მხოლოდ თქვენ ნახავთ.
  • ავტომატური ვერიფიკაციის კოდები, რომლებიც Mail-ზე მიიღება — ერთჯერადი ვერიფიკაციის კოდების მიღება მეილზე შეგეძლებათ და ავტომატურად შეივსება.

მუსიკა:

  • მუსიკის სხვადასხვა გაჯეტიდან ჩართვა — Shareplay მანქანაში მყოფებიდან ყველას უმარტივებს მუსიკის კონტროლს.
  • ფლეილისტებში კოლაბორაცია — მოიწვიეთ მეგობრები, რათა თქვენს ფლეილისტს შეუერთდნენ. აქ ყველას შეუძლია, დაამატოს ან წაშალოს სიმღერები.

AirPods:

  • Adaptive Audio — AirPods Pro-ს მეორე თაობის მომხმარებლებს სრულიად ახალ მოსმენის რეჟიმს აცნობს, რაც აერთიანებს Transparency-ისა და Active Noise Cancellation-ს.

Maps:

  • გადმოიწერეთ რუკები Offline-ისთვის — შეინახეთ რუკის არეალი თქვენს ტელეფონში და გამოიყენეთ Offline.
  • გაძლიერებული ელექტრო მანქანების მარშრუტი — ნახეთ, რეალურ დროში, სად არის მანქანების დამუხტვა შესაძლებელი.

iOS 17 თავსებადი იქნება iPhone Xs-თან და მოგვიანებით iPhone SE-ს მეორე თაობასთანაც. 

iPadOS 17-ის ახალი ფუნქციები

Lock Screen:

  • ეკრანის ფოტოს პერსონალიზება.
  • Live Photos-ის ახალი ეფექტები თქვენს ეკრანს მეტად დინამიკურს გახდის.
  • შეგიძლიათ Live Activities გამოიყენოთ, რათა რეალურ დროში არსებული ინფორმაცია მიიღოთ.
  • დაამატეთ თქვენთვის საყვარელი ვიჯეტები ეკრანზე ინფორმაციებზე სწრაფი წვდომისთვის.

ინტერაქციული ვიჯეტები: 

  • მარტივად ჩართეთ მუსიკა, აკონტროლეთ განათება და შეასრულეთ სხვა აქტივობები პირდაპირ თქვენი ვიჯეტიდან.

Health:

  • ჯანმრთელობის აპლიკაცია iPad-ზე უფრო დიდი ეკრანისთვის შესაფერისი დიზაინით ემატება.
  • მენტალური ჯანმრთელობის ფუნქციების გაუმჯობესებული ვერსია საშუალებას მოგცემთ, თქვენს ემოციურ კეთილდღეობაზე იფიქროთ და მიიღოთ ღირებული ინსაითები თქვენი გონების მდგომარეობაზე.

PDFs & Notes:

  • გაუმჯობესებული AutoFill საშუალებას გაძლევთ, უსაფრთხოდ გამოიყენოთ კონტაქტებიდან შენახული ინფორმაცია PDF-ისა თუ სკანირებული დოკუმენტებისთვის.
  • წაიკითხეთ და გააკეთეთ ანოტაციები PDF-ში.
  • დაუკავშირეთ ჩანაწერები — მაგალითად, მოგზაურობის მარშრუტი რეკომენდებულ რესტორანთა სიას.
  • ითანამშრომლეთ PDF-ებში რეალური დროის განახლებებით.

Freeform:

  • გამოიყენეთ ხატვის ხელსაწყოები ბრეინშტორმინგისას.
  • ნახეთ, რაზე მუშაობენ თქვენი თანამშრომლები Follow Along-ით.

Spotlight:

  • როცა აპლიკაციას მოძებნით, თქვენი შემდეგი მოქმედებისთვის Top Hit-ში Spotlight ალტერნატიულ აპლიკაციებს შემოგთავაზებთ.

AirPlay:

  • მოწყობილობა დროთა განმავლობაში თქვენს AirPlay პრეფერენციებს სწავლობს.
  • წელს, ოღონდ უფრო მოგვიანებით, AirPlay ხელმისაწვდომი იქნება სასტუმროს ოთახებისთვისაც.

macOS Sonoma-ს ახალი ფუნქციები 

ზოგადი ფუნქციები:

  • Screen Savers — ახალი, ნელი მოძრაობებით ეკრანის დამზოგავი ფუნქცია მთელი მსოფლიოდან საოცარ ადგილებს წარმოგიდგენთ.
  • ვიჯეტები დესკტოპზე — ახალი ვიჯეტების გალერეიდან მათ დამატებას დესკტოპზე შეძლებთ.
  • მუდმივობა — დაამატეთ iPhone ვიჯეტები თქვენს Mac დესკტოპზე, შესაბამისი აპლიკაციების დაყენების გარეშე.
  • თამაშის რეჟიმი — Mac-ის CPU-სა და GPU-ზე თამაშებს უმაღლესი პრიორიტეტი ენიჭება, რაც სხვა დავალებებისთვის რესურსების მოხმარებასაც ამცირებს და აღარც უკაბელო მოწყობილობების გამოყენებისას გაყოვნებთ.

Video Conferencing:

  • Presenter Overlay — დარჩით საუბრის ნაწილი ეკრანის ორ, დიდ ან პატარა ვარიანტად გაზიარებით.
  • გამოხატეთ ემოცია თქვენი ხელებით — დაამატეთ რეაქცია, რომელიც ავსებს კამერის ჩარჩოს სახალისო 3D აუგმენტური რეალობის ეფექტებით.
  • ეკრანის გაზიარების ახალი ვარიანტი — ვიდეო ზარის დროს თქვენივე ფანჯრიდან მარტივად გააზიარებთ ერთ ან მეტ აპლიკაციას. 
  • Stay in frame — აკონტროლეთ თქვენი ვიდეოს შემადგენლობა Studio Display-ის ან iPhone-ის კამერის გამოყენებისას.

Mac-ები, რომლებიც თავსებადია macOS Sonoma-სთან, მოიცავს iMac-ს (2019+), Mac Pro-ს (2019+), iMac Pro-ს, Mac Studio-ს (2022+), MacBook Air-ს (2018+), Mac mini-სა (2018+) და MacBook Pro-ს (2018+).

Bow of Hope — თმისგან დამზადებული ვიოლინოს ხემი და მუსიკა, როგორც იმედი

როგორ დანერგა თიბისის ტექ გუნდმა Google-ის გადახდების სისტემა — Google Pay