in

რას გვთავაზობს Apple-ის ახალი iOS 17?

veon
veon

Apple-მა უკვე ოფიციალურად წარადგინა iOS 17, რომლის ფოკუსი 4 საკითხის ირგვლივ ტრიალებს — კომუნიკაცია, გაზიარება, ჭკვიანი ფუნქციები და ახალი გამოცდილებები…

iPhone:

  • პასუხამდე Live Voicemail-ს ხმოვანი ტექსტის ტრანსკრიფციით მიიღებთ
  • FaceTime-ის ხმოვან შეტყობინებას კი სწრაფი ვიდეოს ჩაწერის საშუალებით

შეტყობინებები:

  • ძიებისას ზუსტი შედეგებისთვის უფრო კონკრეტულ ტერმინებს შემოგთავაზებთ
  • პასუხის გასაცემად, ეკრანის ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ შეხება
  • აუდიო შეტყობინებების ტრანსკრიფციას გთავაზობთ
  • ლოკაციის გაზიარებას უკვე საუბრისას შეძლებთ
  • Check In ახალი ფუნქციაა, რომელიც ოჯახს შეატყობინებს, რომ უსაფრთხოდ მიხვედით. იგი ავტომატურად ამჩნევს, როცა არ მოძრაობთ ან არ პასუხობთ და განახლებებს თქვენს ოჯახს უზიარებს
  • iMessage-ის აპლიკაციები ახალი + ღილაკის ქვეშ მოთავსდება
  • ყველა ემოჯი ახლა სტიკერი გახდება
  • ფონის წაშლის ფუნქცია საგნებს სტიკერებად გადააქცევს

AirDrop:

  • NameDrop ტელეფონის ნომრისა და ელ.ფოსტის გასაზიარებლად ახლომდებარე iPhone-ებში ახალ გზას გთავაზობთ
  • ხანგრძლივი მედია ტრანსფერების განხორციელება კვლავ ინტერნეტის საშუალებით შეიძლება
  • SharePlay API AirDrop-ის ინტეგრაციას გვთავაზობს

Autocorrect:

  • კლავიატურა უკვე ტრანსფორმერ ენის მოდელს იყენებს, რათა პროგნოზები გააუმჯობესოს
  • უკვე შეუძლია გაიგოს, რას გულისხმობთ რეალურად “ducking” … ffff-ში
  • პროგნოზები პერსონალიზებული იქნება თქვენი სიტყვებისა და გამოყენების მიხედვით
  • კარნახის ფუნქცია განახლებულია

Journal:

  • იყენებს მოწყობილობის მანქანურ სწავლებას, რათა შექმნას პერსონალიზებული შეთავაზებები ჩანაწერებისთვის — გთავაზობთ API-ის სხვა აპლიკაციებისთვის
  • მოიცავს ფოტოებს, ვარჯიშებსა და ინტერაქციებს
  • ჩანაწერების მონიშვნა შესაძლებელი გახდება
  • Journal შეგიძლიათ დაბლოკოთ და მეტად კონფიდენციალური გახადოთ

Standby:

  • მთლიანი ეკრანის ახალი გამოცდილება, რომელიც აჩვენებს ინფორმაციებს ლანდშაფტის ფორმატში
  • პერსონალიზებულად გაჩვენებთ ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა საათები, ფოტოები, ამინდი თუ მესამე მხარის ვიჯეტები
  • მხარს უჭერს Live აქტივობებს
  • Siri მუშაობს სპეციალური ე. წ. ლანდშაფტის მომხმარებლის ინტერფეისით
  • Apple Watch Ultra-ს მსგავსად, წითელი ტონი ღამით საათის საჩვენებლად გამოიყენება

სხვა:

  • Siri აღარ მოგთხოვთ მისალმებას (Hey) ხმის აქტივაციისთვის
  • წვდომას მიიღებთ Live სტიკერებსა და Offline რუკებზე

Apple-ის განცხადებით, iOS 17 ჯერ დეველოპერებისთვის ბეტა ვერსიაში იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო საჯარო ბეტა ვერსია ზაფხულისთვის ჩაეშვება. რაც შეეხება iPhone-ის მომხმარებლებს, ისინი წვდომას შემოდგომისთვის მიიღებენ.

თბილისში Hilton Garden Inn Tbilisi Riverview იხსნება

NASA კოსმოსში საკუთარი სახელის გაგზავნის შანსს გაძლევთ!