in

Apple-მა iOS 18.2 საჯარო ბეტა ვერსიაში ჩაუშვა

veon
veon

უახლესი მობილური ოპერაციული სისტემის iOS 18.2-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე ვერსია უკვე მომხმარებლებს შეუძლიათ, გამოცადონ. ეს მოიცავს ისეთ ახალ ფუნქციებს, როგორებიცაა AI ემოჯების გენერატორი აპლიკაცია Genmoji, Image Playground AI-ის სურათების აპლიკაცია, ChatGPT x Siri და ვიზუალით ძიება iPhone 16-ის კამერის გამოყენებით, რაღა თქმა უნდა, კიდევ სხვა სიახლეებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ადრე ეს ფუნქციები მხოლოდ დეველოპერებისთვის იყო ხელმისაწვდომი… 

მთლიანობაში, AI ფუნქციები და ხელსაწყოები, რომლებიც ახალ iPhone 16-სა და სხვა მხარდაჭერილ მოწყობილობებს დაემატება, Apple Intelligence-ის სახელით არის ცნობილი. დიდ ენობრივ მოდელზე დაფუძნებული ტექნოლოგია კი უფრო ჭკვიან Siri-ის გვპირდება, უკეთეს წერისა და სურათების გენერირების უნარებს. თანაც უკვე მესამე მხარის დეველოპერებსაც შეეძლებათ მისით სარგებლობა…

მომხმარებლებს შეუძლიათ, Siri-ს აპლიკაციებში არსებული ინფორმაციების ჩვენება მოსთხოვონ ან კონკრეტული ქმედებების განხორციელება ეკრანებზე. როგორც ივნისში, დეველოპერთა კონფერენციაზე განაცხადეს, AI ტექნოლოგია პირველად უკვე ისეთი აპლიკაციებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, როგორებიცაა Books, Browsers, Cameras, Document readers, File management, Journals, Mail, Photos, Presentations, Spreadsheets, Whiteboards და Word processors.

აქვე უნდა მოგიყვეთ Image Playground-ზე, რომელიც ცალკე მყოფი სურათების გენერირების აპლიკაციაა, მისი დახმარებით, სურათებს ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე მიიღებთ. ხოლო Genmoji-ც ზუსტად ასე მუშაობს, ოღონდ იგი ემოჯებს აგენერირებს. რაც შეეხება Image Wand-ს, მას Notes-ებში ჩახატული სკეტჩები AI-ის მიერ გენერირებულ სურათებად შეუძლია, აქციოს. 

Siri-სთან ერთად, მომხმარებლებს ახალი ChatGPT-ის გაფართოებით შეუძლიათ, ისარგებლონ, რაც ეფლის ვირტუალურ ასისტენტს კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს აძლევს. მაგალითისთვის შეგიძლიათ, ჩეტბოტს ტექსტი დააწერინოთ, კითხვებზე პასუხი სთხოვოთ, სურათებიც შეაქმნევინოთ და ა. შ. თუ პროგრამაში თქვენი ანგარიშით იქნებით შესული, თქვენს მოთხოვნებს დაიმახსოვრებს კიდეც. 

ხოლო iPhone 16-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, ახალ Camera Control-ის ღილაკს დააკლიკონ და Visual Intelligence გაააქტიურონ — რეალური ობიექტებისა და ადგილების კამერით ძიებისა და იდენტიფიცირების ფუნქცია. 

სამწუხაროდ, მათ, ვისაც Apple Intelligence-ის გამოცდა სურს, ზოგიერთ ფუნქციაზე წვდომის მისაღებად მომლოდინეთა რიგებში მოუწევთ დაყოვნება. თუმცა ეფლს ჯერ არ უთქვამს, რამდენი ხანი გასტანს ეს…

დაბოლოს, iOS 18.2-ის ბეტა ვერსიასთან ერთად, ეფლმა iPadOS 18.2-ის, macOS Sequoia 15.2-ისა და tvOS 18.2-ის საჯარო ბეტა ვერსიებიც ჩაუშვა.

m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ

პაშა ბანკი საქართველოში ჭადრაკის განვითარებისა და პოპულარიზაციის მხარდამჭერია