Apple-მა iOS 26-ის ბეტა ვერსიას ერთი ახალი ნოტი დაამატა — ლეგენდარული Reflection ზარის განახლებული ვერსია. Alt1-ის სახით ჩნდება და კლასიკურ ტონს უფრო ვიდეოთამაშის მსგავს ელფერს სძენს. ასე კი მომხმარებლებისთვის არსებულზე მეტად სახალისო ხდება.
თუმცა სრულიად განსხვავებული ნამდვილად არ გახლავთ. ისევ ქსილოფონის ნოტებს ეფუძნება, რომლითაც 2017 წელს iPhone X-ის გამოშვების შემდეგ Reflection ძირითად მუსიკად იქცა შემომავალი ზარებისთვის. განახლებულ ვერსიაში კი ამ ხმას ცოტა ტემპი ემატება და ReflectionAlt1-EncoreRemix-ის სახელით გვევლინება.
ეს განახლება მხოლოდ ხმებს კი არა, ვიზუალურ ცვლილებებსაც ეხება. მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა უკმაყოფილება გამოხატეს გამჭვირვალე დიზაინისადმი, ეფლმა მცირე ცვლილებები შეიტანა, რითაც ტექსტები უკეთ წასაკითხი გახდა…
მართალია, ჯერ არ დაუდასტურებია, შეგვხვდება თუ არა Alt 1 ძირითად ჩამონათვალში, მაგრამ სატესტო ვერსიაში არსებობა სწორედ ამაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს. ამის გაგება არც ძალიან დაგვაგვიანდება, რადგან iOS 26-ის საჯარო ბეტა ვერსიის ჩაშვება ივლისისთვის იგეგმება, ხოლო სრული გამოშვება შემოდგომისთვის…