in

iOS 19 თუ iOS 26? — Apple საოპერაციო სისტემებს გამოშვების წლის მიხედვით დანომრავს

როგორც გავიგეთ, Apple თავისი ოპერაციული სისტემებისთვის ტრადიციული ნუმერაციის მიმდევრობის გაუქმებას აპირებს. კალენდარულ წელზე დაფუძნებული სისტემის შემოტანა სურს, ისეთის, როგორიც ძირითადად საავტომობილო ინდუსტრიაში გვხვდება. ამგვარად, iOS 19 კი არა, iOS 26 გვექნება მომდევნო წელს.

ეს ცვლილება წესით ეფლის მთლიან ეკოსისტემას შეეხება — შემოდგომისთვის ახალ iOS-თან ერთად, iPadOS 26-ის, macOS 26-ის, watchOS 26-ის, tvOS 26-ისა და visionOS 26-ის დებიუტი შედგება.

მიზანი ამჟამინდელი არეულობის დალაგებაა, რომელიც პლატფორმებს შორის არსებული ვერსიების ნუმერაციით იქმნება — თუ iOS 18-ია, watchOS 12 გახლავთ და visionOS სულაც 2 ციფრითაა წარმოდგენილი. ეს ცვლილება კი მომხმარებლებსა და დეველოპერებს პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების თვალყურის დევნებას გაუადვილებს. 

ამ ამბის შესახებ ეფლი ოფიციალურ განცხადებას, სავარაუდოდ, 9 ივნისს WWDC-ის კონფერენციაზე გააკეთებს.

1 ივნისს სითი მოლში საბავშვო ღონისძიებები და განსაკუთრებული შეთავაზებები დაგხვდებათ

ქართველმა სტუდენტებმა საბჭოთა დროინდელ ვინილებს ქართული იდენტობა დაუბრუნეს