დღევანდელ ღონისძიებაზე Time Flies, Apple-მა iPad Air წარადგინა, რომელსაც 10.9 ინჩიანი, Liquid Retina ეკრანი (2360 x 1640) აქვს, Touch ID-ის თითის ანაბეჭდის სენსორი iPad-ის ჩამრთველ ღილაკზე აქვს და ახალ 5 ნანომეტრიან პროცესორზე A14 Bionic მუშაობს. ეს არის ექვსბირთვიანი CPU-ს მქონე პროცესორი, რომლის დახმარებითაც Apple iPad Air-ის მუშაობას, წინამორბედ მოდელთან შედარებით, 40%-ით სწრაფს ხდის. გარდა ამისა, გრაფიკული პროცესორის დახმარებით გაუმჯობესდა მოწყობილობის გრაფიკული გამოსახულებაც.
![]()
iPad Air-ის ახალ მოდელს 12 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა და ვიდეოსტაბილიზაციის გაუმჯობესებული ფუნქცია აქვს. მისი FaceTime HD კამერა კი 7 მეგაპიქსელიანია.
უახლეს iPad Air-ს ექნება ახალი Apple Pencil-ის მხარდაჭერა, რომელიც iPad-ზე მაგნიტურად მაგრდება. მოწყობილობა ასევე თავსებადია Apple-ის $299-იან Magic Keyboard-თან. iPad Air ხელმისაწვდომი მომდევნო თვიდან, ნაცრისფერ, ოქროსფერ, მწვანე და ცისფერ ფერებში, 599 დოლარიდან გახდება.












