in

Apple ახალ iPad mini-ს უშვებს — წინასწარი შეკვეთები დაწყებულია

როგორც ჩანს, Apple-ს iPad-ის ახალი მოდელის გამოსაშვებად 3 წელი დასჭირდა, რადგან iPad mini 2021 წლის შემდეგ არ განახლებულა. ახლა კი ვიგებთ, რომ იგი შემდეგ კვირაში გამოვა! ჩვენი საყვარელი საკითხავი მოწყობილობა მრავალმხრივ განახლდა, iPad mini-ის მეშვიდე გამოცემაა, განახლებული A17 ჩიპით, რაც წინა თაობებზე 30%-ით გაუმჯობესებულ ბატარეას გულისხმობს. თუმცა აქ უფრო მთავარი Apple Intelligence გახლავთ.

თვის ბოლოსთვის ყველა მომხმარებელი, რომელსაც A17, M1 და უახლესი მოწყობილობები აქვს, მიიღებს განახლებას, რომელიც ახალ Apple Intelligence-ის ფუნქციებსაც მოიცავს. მათ შორისაა წერის ასისტენტი, ChatGPT-ის ინტეგრაცია, Image Playground და Image Wand სურათების დასაგენერირებლად.

ახალი iPad mini თავსებადია უახლეს Apple Pencil Pro-სა და Apple Pencil-თან (USB-C). არც Bluetooth-ის მქონე კლავიატურაზე აქვს პრობლემა. თუმცა თავისივე Magic Keyboard ექნება თუ არა, ეს ჯერ არ უთქვამთ…

iPad mini 4 ფერში გამოდის: ნაცრისფერი, ლურჯი, იასამნისფერი და კრემისფერი (Starlight). მოდელები 128, 256 და 512-გიგაბაიტიან ვერსიებში იქნება ხელმისაწვდომი, ფასი კი 499 დოლარიდან დაიწყება. რაც შეეხება iPad mini-ის შეკვეთას, ამას Apple Store-დან მოახერხებთ.

როგორ უნდა ითანამშრომლოს პროდუქტის მენეჯერმა გუნდთან ეფექტურად

Bentley-მ 1930-წლის მოდელი ხელახლა ხელით შექმნა