30
Aug
2019

Apple iPhone 11-ს 10 სექტემბერს წარადგენს – რას უნდა ველოდოთ ღონისძიებისგან

30 Aug 2019

Alta
Alta


Apple საშემოდგომო ღონისძიებისთვის ემზადება, რომელზეც საზოგადოების წინაშე პირველად უნდა გამოჩნდეს iPhone 11. ცნობილია, რომ ღონისძიება 10 სექტემბერს, კალიფორნიაში, სტივ ჯობსის თეატრში, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და შესაძლოა, მასზე iPhone-ის ახალი მოდელის გარდა, Apple Watch Series 5-ის შესახებაც გავიგოთ. ამავე ღონისძიებაზე წარმოგვიდგენენ საოპერაციო სისტემების ახალ ვერსიებს: iOS 13, iPadOS, macOS Catalina, watchOS 6 და tvOS 13.

ღონისძიების სლოგანია By innovation only. როგორც წესი, Apple სლოგანში გარკვეულ მინიშნებას გვაძლევს ხოლმე, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ღონისძიებაზე ბევრი ინოვაციური ფუნქციისა თუ ახალი შესაძლებლობის შესახებ გავიგებთ.

ღონისძიება, ძირითადად, მობილურ ტელეფონებს მიეძღვნება და ველოდებით, რომ მასზე გარანტირებულად იქნება წარმოდგენილი აიფონის სამი ახალი მოდელი, რომელთა სახელებიც, სავარაუდოდ, იქნება – iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max. ძირითადი სხვაობა წინა თაობისაგან იქნება სამმაგი კამერა პრო და მაქს მოდელებში, უმცროს მოდელს კი 2 კამერა ექნება. ახალ მოდელებში ველოდებით ახალ პროცესორებს, მომატებულ ოპერატიულ მეხსიერებასა და ელემენტის მოცულობას. გარანტირებულად მივიღებთ ეფლის საოპერაციო სისტემების განახლებებს: iOS 13, macOS 10.13, iPadOS 13, watchOS 6, tvOS 13. ასევე, ველოდებით საათის ახალ მოდელს Apple Watch Series 5-საც, რომელსაც ტიტანის, ან კერამიკის კორპუსი ექნება. აღსანიშნავია, რომ გემუგი, ეფლის ღონისძიების პარალელურად პირველად გამართავს გრანდიზოულ ღონისძიებას და მაქსიმალურად გააშუქებს მას“, – გვიყვება მაკის მომხმარებელთა პლატფორმა Gemug-ის წარმომადგენელი, დიმიტრი გოგელია.
საგულისხმოა ლოგო, რომელიც Apple-მა ღონისძიების მოსაწვევში გამოიყენა. მასში გამოყენებული ფერები, შესაძლოა, ახალი iPhone-ების ფერებზე მიგვანიშნებდეს. Gemug-ის თქმით, როგორც ჩანს, Apple დაამატებს: მწვანე, ლურჯ, ყვითელ, წითელ და იასამნისფერ iPhone-ებს.

განხილვა