10
Sep
2019

Apple-მა iPhone 11 წარადგინა!

10 Sep 2019

დადგა დღე, რომელსაც Apple-ის გულშემატკივრები უკვე ნახევარი წელია ელოდნენ. როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, ეს მოდელი ყველაზე მაღალი ხარისხის ვიდეოს იღებს და ამით საუკეთესოა თანამედროვე სმარტფონების სამყაროში. სმარტფონს აქვს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სტაბილიზაცია. iPhone 11-ის წინა კამერა 4K ვიდეოს იღებს, 60 fps-ით, აქვს Slow-mo, Time-lapse და გაფართოებული დიაპაზონი ვიდეოსთვის. სმარტფონის წინა კამერა 12 მეგაპიქსელიანია. iPhone 11-ს აქვს 6.1 ინჩიანი Retina ეკრანი. სმარტფონი გამოირჩევა უსწრაფესი Face ID-ით და აქვს 1 საათით მეტი ხანგრძლივობის მქონე ელემენტი, iPhone XR-თან შედარებით. ასევე, როგორც განაცხადეს, iPhone 11-ის ჩიპს A13 Bionic საუკეთესო წარმადობა გააჩნია. მისი ფასი $699-დან დაიწყება.

Alta
Alta

რაც შეეხება iPhone 11 Pro-ს, მას წამში 1 ტრილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია, რითაც ის უსწრაფესად შეიძლება ჩაითვალოს. არის მისი მოზრდილი ვერსია – iPhone 11 Pro Max ზომით 6.5 ინჩიანია. iPhone 11-გან ის, iPhone 11 Pro-ს მსგავსად, მესამე კამერით განსხვავდება.  ყველა კრიტერიუმით, Pro, სულ მცირე, 20%-ით სჯობს სხვა სმარტფონებს. რაც შეეხება მის სიცოცხლისუნარიანობას, 11 Pro 5 საათით დიდხანს ძლებს, XS-თან შედარებით. Pro-ს აქვს სამი უკანა კამერა – სამივე 12 მეგაპიქსელიანია: ერთი უზრუნველყოფს გადაღების ფართო კუთხეს, მეორე – ტელეფოტოს, მესამე კი ულტრაფართო, 120 გრადუსიან გადაღების კუთხეს. Zoom შესაძლებელია 0.5x, 1x და 2x-ით. სმარტფონი სინათლის არსებულ რესურსს საუკეთესოდ იყენებს, მაღალი ხარისხსის ფოტოს გადასაღებად. რაც შეეხება ვიდეოს, სამივე უკანა კამერა 4K ხარისხის ვიდეოს 60 fps-ით იღებს და გააჩნია აუდიო ზუმის ფუნქციაც. iPhone 11 Pro $999, iPhone 11 Pro Max – $1099 ეღირება. სმარტფონების წინასწარი შეკვეთა 13 სექტემბერიდან დაიწყება, ხელმისაწვდომი კი 20 სექტემბრიდან იქნება.

 

განხილვა