დიდი ხანია მომხმარებელი iPhone 12-ის გამოჩენას ელოდება და ეს დღე, როგორც ჩანს, ერთ კვირაში დადგება. Apple-მა 13 ოქტომბრისთვის ღონისძიება Hi, Speed დააანონსა, რომლის ფარგლებშიც ახალი მოწყობილობები უნდა წარადგინოს და რთულად წარმოსადგენია, მათ შორის iPhone 12 არ იყოს.
პანდემიის პირობებში, ღონისძიება ონლაინ გაიმართება და თბილისის დროით, 21 საათზე დაიწყება. როგორც წესი, Apple ღონისძიების სახელში კონკრეტულ მესიჯს მალავს ხოლმე. Apple-ის მოყვარულები ამჯერად ვარაუდობენ, რომ “Hi, Speed”-ში კომპანია მოწყობილობების სიმძლავრის ახალ საფეხურს, ან 5G-ის მხარდაჭერას გულისხმობს.












