Apple შედარებით ბიუჯეტურ ვარიანტებში აქამდე მხოლოდ iPhone SE-ს თუ გვთავაზობდა, ახლა კი უკვე iPhone 16e-ს გვაცნობს, ხელმისაწვდომ მოდელს AI ფუნქციებით. ცხადია, ასე iPhone SE-ს ჩანაცვლება სურს, თუმცა, ამაზე ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, ქვემოთ iPhone 16e-ის 10 მთავარ მახასიათებელზე მოგიყვებით, მათ შორის კი ფასსაც გაგაცნობთ:
1. დიზაინი და ეკრანი
ბიუჯეტური iPhone-ების LCD ტექნოლოგიას ივიწყებს და 6.1-დიუმიან Super Retina XDR OLED დისპლეის გვთავაზობს, ანუ უკეთეს ფერებს, შავ გამოსახულებებსა და კონტრასტს. ასე კი მომხმარებლებს პრემიუმ გამოცდილებას აწვდის, პრემიუმ ფასის გარეშე.
2. Apple-ის A18 ჩიპი
გაუმჯობესებული შედეგები და ბატარეა მოიაზრება, შეუფერხებლად შეძლებთ მრავალი საქმის ერთად კეთებას, თამაშებით გართობას და Apple Intelligence-ით სარგებლობას.
3. Face ID X Home Button
iPhone 16e-ში Face ID-ის გვთავაზობენ, რაც სრულად გამორიცხავს Home Button-ის საჭიროებას.
4. USB-C პორტი
ეს ეფლის ზოგად ტენდენციად იქცა, ამიტომ გამონაკლისი არც ახალი მოდელია, USB-C პორტი ექნება, რითაც მოწყობილობების დამუხტვის გლობალური სტანდარტების შესაბამისი გახდება და ზედმეტი კაბელების საჭიროებასაც აგვარიდებს თავიდან.
5. მაღალი რეზოლუციის 48-მეგაპიქსელიანი კამერა
ბიუჯეტურ iPhone-ებში ჩვეულებრივ ვერ ვხვდებით ხოლმე ეფლის საუკეთესო კამერებს, თუმცა, ამ შემთხვევაში iPhone 16e გამონაკლისი იქნება 48-მეგაპიქსელიანი კამერით, გაუმჯობესებული დაბალ განათებაზე გადაღების ფუნქციონალით, პორტრეტის რეჟიმითა და ვიდეოებით.
რაც შეეხება წინა კამერას, 12-მეგაპიქსელს გვთავაზობს, ანუ უკეთეს სელფებს სოციალურ ქსელებში გასაზიარებლად.
6. ახალი Action Button
iPhone 15 Pro-ს მსგავსად, აქაც ახალი Action Button გვხვდება — ჩანართი, რომელიც მომხმარებლებს კამერაზე, ხმოვან ჩანაწერებზე, Focus Mode-ზე და სხვა ფუნქციებზე სწრაფ წვდომას სთავაზობს.
7. Apple-ის C1 Modem
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეფლი საკუთარ C1-ის ფიჭურ მოდემს იყენებს ნაცვლად იმისა, რომ ამ მიზნით Qualcomm-ს მიმართოს. ეს უკეთეს კავშირს, გაუმჯობესებულ ბატარეის ხანგრძლივობასა და კონტროლს გვპირდება მთლიან ქსელზე.
iPhone 16e ერთ-ერთი პირველია მათ შორის, რომელიც Apple Intelligence-ისთვის შეიქმნა, შესაბამისად, აქ Siri-ის, ChatGPT-ისა და სხვა ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ ხელსაწყოებს ვხვდებით, რომლებიც ფოტოების რედაქტირებისა თუ კონკრეტული ემოჯების გენერირებისთვის შეიქმნა.
9. iOS 18
iOS 18-ით მომხმარებლები ეკრანს საკუთარი სურვილების მიხედვით გადაალაგებენ, შეუძლიათ, ჩაკეტონ ან დამალონ კონკრეტული აპლიკაციები.
10. ფერები და შესანიშნავი ფასი
ახალი iPhone 16e შავ და თეთრ ფერებშია ხელმისაწვდომი:
128-გიგაბაიტიანი მოდელის ფასი 599 დოლარიდან იწყება, წინასწარ შეკვეთას, სულ მალე, 21 თებერვლიდან შეძლებთ, ხოლო გაყიდვებს 28 თებერვლისთვის უნდა ველოდოთ.